უკრაინელების უარი რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს - სვიტოლინამ და ცურენკომ მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგეებს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინელმა ქალმა ჩოგბურთელებმა ელინა სვიტოლინამ და ლესია ცურენკომ მადრიდის მასტერსზე მათ ბელარუს და რუს მოწინააღმდეგეებს ცნობილი მიზეზის გამო მატჩის შემდეგ ხელი არ ჩამოართვეს.

პირველმა მათგანმა ეს ბელარუს ალექსანდრ სასნოვიჩთან მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც სვიტოლინამ 4:6, 5:7 დათმო.

ცურენკომ კი რუს დარია კასატკინასთან წაგების მერე (4:6, 2:6) ანალოგიური ქმედება გააკეთა.

სვიტოლინამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არც 2023 წლის "უიმბლდონზე" უნდა დაუშვან და არც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წლის მესამე
დიდ სლემზე წელს რუსებსაც და ბელარუსებსაც დაუშვებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ჯობია გაიმარჯვონ და ხელის ჩამორთმევის...
ლუკა
10:39 12-05-2023
0
უკრაინელები კიდევ ბევრი ათწლეულები არ ჩამოართმევენ ხელს მაგ ზომბების მოდგმას.
G.LA
17:41 03-05-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული