კარლოს ალკარასი პეკინის ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ პეკინში, ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტსმენებმა უშეღავათო ორთაბრძოლა შემოგვთავაზეს, საბოლოოდ გამარჯვება ესპანელ ჩოგბურთელს დარჩა.

გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად 3 საათი და 21 წუთი დასჭირდათ. პირველივე სეტი დაძაბული გამოდგა, რომელოც იანიკ სინერის სასარგებლოდ დასრულდა (7:6). კარლოსმა მიუხედავად ამისა, ძალების მობილიზება შეძლო და მომდევნო ორი სეტი მის სასარგებლოდ დაასრულა, რაც უკვე მატჩში გამარჯვებას ნიშნავს. ცნობისთვის, მე-3 სეტის ,,ტაიბრეიკზე” კარლოსი ანგარიშით 0:3 მარცხდებოდა, თუმცა კვლავ მოახერხა თამაშში
დარჩენა და კარიერაში რიგით მე-16 ATP ტიტულის მფლობელი გახდა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ 10-ჯერ შეხვდნენ, ურთიერთშეხვედრებში, 6 გამარჯვებით კარლოსი ლიდერობს, ხოლო იანიკს თავის მხრივ 4-ჯერ ჰყავს ესპანელი დამარცხებული. შეგახსენებთ, ორივე ჩოგბურთელი 2000 წელს შემდეგ არის დაბადებული და მათ ანგარიშზე 16-16 ATP ტიტულია, მათ შორის დიდი სლემის ტურნირებიც (ალკარასი 4, სინერი 2).

ჩოგბურთელების გზა ფინალამდე: იანიკ სინერი- ჯარი 2:1, საფიულინი 2:1, ლეჰეჩკა 2:0, ბუ 2:0. კარლოს ალკარასი- პერიკარდი 2:0, გრიკსპური 2:0, ხაჩანოვი 2:0, მედვედევი 2:0.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული