პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ - ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.

ჩვენებურმა ფინალურ შეხვედრაში 31 წლის იაპონელ, მსოფლიოს 78-ე ნომერ ტარო დანიელს ორ სეტში 7:5, 6:4 სძლია. ნიკას ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. მან 3 ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ გამოიმუშავა. მომდევნო კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 96 საფეხურით წაიწევს წინ და 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ინფორმაციისთვის, ქართველმა 2021 წლის შემდეგ, მას
მერე რაც მიუნხენში იჩემპიონა, პირველი ტურნირი მოიგო.

ბასილაშვილი ახლა იაპონიაში, კერძოდ მაცუიამაში გასამართ 75-ქულიან ჩელენჯერზე გადაინაცვლებს, სადაც ძირითად ბადეში გახლავთ და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბელუჩის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ქართველ კაცებს,რომ უსმინო უცოდველები და უსპეტაკესები არიან,თავზე შარავანდედი ადგათ!!
2
გენაცვალე ნიკუშ! როგორ მოგვანატრე თავი. ჯიგარი ხარ, რომ წამოდექი და არ დარჩი დაცემული. ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები და საქართველო.
გულშემატკივარი
22:51 03-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული