ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, ბოლქვაძე დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეს კიდევ 1 ნაბიჯით მიუახლოვდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა დღეს, 8 იანვრის გამთენიისას რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი 2 სეტში 7:5 6:4 დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა.

ცუდად დაწყებული პირველი 3 გეიმის შემდეგ, ნიკამ თამაში დაასტაბილურა, მე-11 გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა, მეორე სეტში კი მე-3 გეიმში შესრულებული ბრეიკის შემდეგ მატჩის სადავეებიც ხელიდან აღარ გაუშვა.

ნიკას მოწინააღმდეგე ფინალში იტალიელი ფრანჩესკო პასარო იქნება, ძირითადი ბადისთვის დაპირისპირება ხვალ, 9 იანვარს, 07:00 საათზე გაიმართება.

სამწუხაროდ, მარიამ
ბოლქვაძე ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან 4:6 2:6 დამარცხდა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერია,მარიამ,გული არ გაიტეხო!ნიკას კი ვულოცავ გამარჯვებას და ვფიქრობ ძირითად ბადეში გააღწევს.მას ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში სჭირდება,რიტმში შესასვლელად.ორივეს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!
სოსო
14:24 08-01-2025
0
მოკითხვა ქოც ლიბერალებს რომ დაეხმარნენ ბაბუცა პატარაიებს ლომჯარიებს დოროყებს და სხვა ფემინისწკებს ამ კაცის განადგურებაში @@@
zura222
12:02 08-01-2025
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული