ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება - ნიკოლოზი ინდიან უელსის ძირითად ბადეში გავიდა და მისი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ძირითად ბადეში გავიდა.

ჩვენებურმა იაპონელ იასუტაკა უჩიამას სამ სეტში 6:4, 3:6, 6:3 სძლია. ნიკოლოზის ანგარიშზე 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან სამი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დაკარგა.

ძირითადი ბადის პირველი წრის შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქე აშშ-ის წარმომადგენელი, მსოფლიოს 48-ე ნომერი 31 წლის მარკოს ხირონი იქნება.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. თუ ქართველმა კორტების მასპინძლის ბარიერი დაძლია, მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერს ნორვეგიელ
კასპერ რუუდს შეხვდება.

ბასილაშვილისა და ხირონის შეხვედრა 6 მარტს გვიან ღამითაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავისუფლად შეუძლია ხირონის და რუდის ბარიერის დაძლევა…
Musenbezi
17:23 05-03-2025
0
წარმატებები ნიკოლოზ!
დათო
21:59 05-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული