მსოფლიოს ჩემპიონატი: აშშ და დრესელი, 18 და 7 ოქრო

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო, მერვე დღეს მსოფლიოს ორი რეკორდი დამყარდა - ორივე ამერიკელ მოცურავეებს ეკუთვნით: ლილია კინგმა 50 მეტრზე ბრასში დააფიქსირა 29.40 წამი, 4x100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში კი აშშ-ის ქალთა ნაკრებმა მოიგო რეკორდით - 3.51,55. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 11 რეკორდი დამყარდა.

სულ პლანეტის პირველობაზე 22 ქვეყნის სპორტსმენმა შეძლო მედლის მოპოვება. უდავო ლიდერი აშშ-ის ნაკრები იყო, რომელმაც 18 ოქრო და ჯამში 38 მედალი მოიპოვა.

შედარებისთვის, მეორე ადგილზე გასულ ბრიტანეთს ოქროს ოთხი მედალი ჰქონდა. სერიოზული ჩავარდნა განიცადა ავსტრალიის ნაკრებმა - ის შინ
ერთადერთი ოქროთი მიემგზავრება.

ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი გახდა 20 წლის ამერიკელი კალებ დრესელი, რომელმაც შვიდი ოქროთი დაასრულა ჩემპიონატი. ეს მაიკლ ფელპსის 2007 წლის რეკორდის გამეორებაა.

კაცები
50 მ. გულაღმა
1. კამილ ლაკური (საფ) - 24,35
2. იუნია კოგა (იაპ) - 24,51
3. მეტ გრივერსი (აშშ) - 24,56

400 მ. კომპლექსური
1. ჩეიზ კალიში (აშშ) - 4.05,90
2. დევიდ ვერაშტო (უნგ) - 4.08,38
3. დეია სეტო (იაპ) - 4.09,14

1500 მ. თავისუფალი
1. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) - 14.35,85
2. მიხაილ რომანჩუკი (უკრ) - 14.37,14
3. მეკ ჰორტონი (ავსტრა) - 14.47,70

4x100 მ. კომპლექსური
1. აშშ - 3.27,91
2. ბრიტანეთი - 3.28,95
3. რუსეთი - 3.29,76

ქალები
50 მ. თავისუფალი
1. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 23,69
2. რანომი კრომოვიჯოჯო (ჰოლ) - 23,85
3. სიმონე მანუელი (აშშ) - 23,97

400 მ. კომპლექსური
1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 4.29,33
2. მირეია ბელმონტე (ესპ) - 4.32,17
3. სიდნი პიკრემი (კან) - 4.32,88

50 მ. ბრასი
1. ლილია კინგი (აშშ) - 29,40
2. იულია ეფიმოვა (რუს) - 29,57
3. კეტრინ მეილი (აშშ) - 29,99

4x100 მ. კომპლექსური
1. აშშ - 3.51,55
2. რუსეთი - 3.53,38
3. ავსტრალია - 3.54,29

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული