იტალიის საუკეთესო მოცურავეს დოპინგის გამოყენების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
ცურვაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ფილიპო მაგნინიმ იტალიის ანტიდოპინგური სამსახურისგან ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ბრალმდებელი მოცურავისთვის, რომელიც ერთხელ დელფინებსაც გაეჯიბრა, რვაწლიან აკრძალვას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ სასჯელი განახევრდა, თვითონ მაგნინი კი აკრძალული პრეპარატის გამოყენებას არ ადასტურებს და გასაჩივრებას აპირებს.

"არანაირი ნივთმტკიცება არ არსებობს. აუცილებლად გავასაჩივრებთ და ამ დავას მოვიგებთ" - განაცხადა ვეტერანმა სპორტსმენმა.

ფილიპო მაგნინიმ კარიერა გასულ წელს დაასრულა. მან 2005 და 2007 წლებში 100-მეტრიან თავისუფალ ცურვაში ოქროს მედლები მოიპოვა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული