საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსების მიერ დაფუძნებული შპს-ს საქმიანობაზე საუბრობს.

"მიმართვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, აგრეთვე, ყველა მეთევზეს, წყალქვეშა მონადირეს, დაივერებს და გარემოს დამცველებს!!!

2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოში შემოვიდა და დარეგისტრირდა - შპს "ალფა" (ს/კ: 405366848), რომელიც რუსეთის ორი მოქალაქის მიერ არის დაფუძნებული.

ჩვენმა ასოციაციამ წინა განცხადებაში სუს-ს, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ მიმართა, რათა შპს "ალფას" საქმიანობით და მისი მფლობელებით დაინტერესებულიყვნენ, რადგან მათი ინტერესები და რეალური ქმედებები უკვე აშკარად სცილდება ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობას!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი ან ჩვენი ორგანიზაციის კერძო მოსაზრება, არამედ იმ ქართველი დაივერებისაც, რომელნიც მათთან ფოთის პორტში და ასევე სხვა ადგილებში მუშაობდნენ და ყვინთავდნენ!

პირველად ეს ორი რუსი პიროვნება გაგვეცნო, როგორც დაივინგის მოყვარული უბრალო ადამიანები, რომელთაც ჩვენთან არსებული საინტერესო საყვინთაო ადგილები აინტერესებდათ. მერე უცებ საქართველოში არსებული ჩაძირული და მიტოვებული მეტროს თუ ჰიდროელექტროსადგურების წყლით ამოვსებულ გვირაბებში ყვინთვა მოუნდათ.

ამ დროისთვის მათ უკვე არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი შეისწავლეს და გადაიღეს... მერე თურმე წყალქვეშა ნადირობაც და თევზის მუქთად ჭამაც მაგრად ჰყვარებიათ. როცა კარგად გამოძღნენ და ცოტა ფერზეც მოვიდნენ, "ჯაყოსი" არ იყოს, მერე ჩვენს გაუბედურებულ შავ ზღვასა და ტბებში თევზის მასიურ ხოცვაზე (კომერციულ ნადირობაზე) გადავიდნენ და ბათუმის ბაზარზე კარგი ფულის გაკეთებაც დაიწყეს, თუმცა დღემდე არცერთ სახელმწიფო უწყებაში არავითარი ლიცენზია და ნებართვა არ აუღიათ და შესაბამისად, არც რაიმე სახის გადასახადს იხდიან!

მერე უცებ დიდი ფულიც გაუჩნდათ და საქართველოში რუსეთიდან და ისრაელიდან ძვირიანი კომერციული დაივინგის აღჭურვილობაც შემოიტანეს, იუსტიციის სახლში შპს "ალფაც" ერთ დღეში დაარეგისტრირეს და სწრაფი ტემპებით დაიწყეს ჩვენს პორტებსა და ჰესებში საჭირო კონტაქტების მოძიება და ტენდერების მოგება!

მოკლედ, დღეს უკვე საქართველოს დაივინგის ისედაც მცირე ბაზარზე შპს "ალფა" და მისი მფლობელები ისეთივე მავნებლურ, რუსულ მაფიოზურ პოლიტიკას ატარებენ, როგორსაც ტაქსების ბაზარზე რუსული მსხვილი კომპანია - Yandex Taxi მიმართავს, რომელიც ადგილობრივი ტაქსების ქართულ კომპანიებს აქტიურად ძირავს და დევნის!

რადგანაც ეს რუსული კომპანიები თავიანთი "დიდი ფულით" და მავნებლურ-მაფიოზური (ე.წ. სპრუტის) პოლიტიკით ქართველ მეწარმეებს ძირავენ და მათ მასიურად უმუშევრად ტოვებენ, მაშინ უკვე დროა, მათ წინაშე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავაძევოთ საქართველოდან!

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, ფინანსურ პოლიციას, გდი-ის (გარემოს დაცვის ინსპექციას) მკაცრ კონტროლზე აიყვანონ შპს "ალფას" და მისი მფლობელების საქმიანობა.

გარდა ამისა, ყველა ქართველ მეთევზეს, დაივერს და გარემოს დამცველს მოვუწოდებთ, აღკვეთონ, ყველა საშუალებით ხელი შეუშალონ, აგრეთვე, მობილურით გადაიღონ და ჩვენს ასოციაციას მოაწოდონ ქვემოთ აღბეჭდილი ორი ბრაკონიერის და საერთოდ ყველა უცხო პირის მიერ დახოცილი თევზები და ჩვენს ბაზრობებზე მათ მიერ განხორციელებული არალეგალური და უკანონო ვაჭრობა!

საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ნიკოლეიშვილი."

დავითი
ისე უკვე დროა ცოტა ტვინი თქვენც გაანძრიოთ, მეტი განათლება მიიღოთ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია შპსეებისგან და სხვა ბიზნესკომპანიებისაგან როგორმე განასხვავოთ! ისე მაგ ლოგიკით რას გვთავაზობთ, საქართველოში რამდენი მაგარ მაყუთიანი უცხო კომპანია შემოვა, იმდენი დაბალბიუჯეტიანი ქართული კომპანიები უნდა ჩაიძირონ და გაჩერდნენ, ხოლო ქართველები უცხოეთში გადაიხვეწონ და აქ ყველაფერი რუსებს, თურქებს და ჩინელებს დავუტოვოთ?!
ზ.კალორია
გეუვნები რააა! )))). მოკლედ გაჭიმული დაბოყინების ფედერაციაც იქნება და წესდებაც. წყალში ყვინთვა თუ მინდა რათ მინდა ფედერაცია. პარტიებზე აღარ ვსაუბრობ სახელს ვერ დაარქმევ. ან ვინ ჩაყვინთავს და ამოყვინთავს ფედერაციის ხალხი რა შუაშია? ეგრე ჭიდაობის ფედერაციაც არის და 2 რუსი რო ფოთის ბაზარში მივიდეს და ცხვარზე და 20იანზე იჭიდაონ და სურათები გადაიღნ ფედერაციამ უნდა არჩიოს? წყალზედა ტივტივის ფედრაციას ვაფუძნებ.
ნაღდი
რუსები რომ ჩვენს მიმართ საუკუნეების განმავლობაში მეთვალყურეობის და ხელის შეშლით რომ არიან დაკავებულნი დღემდის ეს ფაქტია, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ, ჩვენ ძალიან ცუდად მივეჩვიეთ ხელის გაშვერას, ესეც ფაქტია, ყოველთვის ჩვენ რომ ვაშავებთ, რუსეთისკენ ვიშვერთ მუდმივად ხელს და ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ყოველთვის რუსებს, მივეჩვიეთ, უკვე სისხლში გვაქვს, ჩვენ ცუდად ვიქცევით, ვაფუჭებთ რუსეთია დამნაშავე, ჩვენ ერთმანეთს, არ ვუფრთხილდებით, ქვეყანას არ ვუფრთხილდებით, ვკლავთ, ვჭრით, ვაწიოკებთ... ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, ჩვენ კარგები ვართ... ეს უკვე ვირუსია, სენია ძალიან ცუდი რაც ჩვენ გვჭირს. ეს არ მომწონს, თორემ რუსეთი რომ მარიონეტი ქრისტიანული ქვეყანაა და მუდმივად მტრულად განწყობილია ჩვენს მიმართ ეს კარგა ხანია გავიგე... და ამ ყველაფერში ჩვენვე ვუწყობთ მათ ხელს ისე რომ ვერ ვხვდებით ან არ ვხვდებით, ან არ გვინა რომ მივხვდეთ, იმიომ რომ ჩვენ ხომ ყველაზე კარგები და მაგრები ვართ...
ქ.გ.
Кремлебот Вася Болванов "რობოტა"! А ты что здесь делаешь? Сосредоточься на сайтах с песнями Кобзона и Бабченко.
ბექა
თუ არსებობს კანონი უცოელების მიერ თევზაობის აკრძალვაზე და მაშინ მესმის მოთხოვნის აზრი ხოლო თუ არა ვისი საქმეა ნანადირებს ბათუმის ბაზარში გაყიდიან თუ სამტრედიის ბაზარში
რობოტა
ჰაიტ მაგნები!!
ქ.გ.
ვინ მიუშვა ГРУ-ს დივერსანტები საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებთან?!!!
სტაჟიანო მერუსეთევ
ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქათ,რუსოფილო!!! აი,შენისთანა კვერცხები რომ გყვავს( თითზე ჩამოსათვლელი,მაგრამ მაინც),სწორედ ეგ უშლის ერის კონსოლიდაციას ხელს,თუმცა თქვენ უკვე გადაშენების პირას მყოფი "ქართველების" სახეობას წარმოადგენთ,რომელიც ორი ათეული წლის შემდეგ აღარ იარსებებს!!!
თბილისელი
100% გეთანხმები.....ამდრეებში წავიკითხე... ახალგაზრდამ აგროკრედიტით ატმის ბაღები გააშენა,წელს მოსავალი 16 000 ტონა ქონია...კომენტარებზსი წერს ერთ მუთქაში კაი ფული ექნებოდაო ატმის მოსავალს აბა რამდენი წელი უნდა ლოდინიო...ყველას დღესვე უნდ აგამდიდრება.. იმ გლეხის და იმ სოფლელის დედა მ...ყან ვინ იზახის სოფელი შიმშილობსო...როგორ ეხლაა დახმარება ყველანაირად სოფლის როდის იყო,მიდი იმუშავე რა,არა მახათი და ელიავას ბაზრობა კაფელსჰიკობა ურჩევნიათ...ადრე მახსოვს იგოეთს გაივლიდი იქაურობას ხახვი მიქონდა ვედრიებით იდგნენ ტრასაზე ოღონდ გააჩერე და იყიდე... რაო გამოილია ხახვის თესლი თუ რაშია საქმე...ასეა ყველაფერში... მახათი... მახათი..მახათი...
დავით
ვერ ვხედავ მათ ქმედებაში რაიმე უკანონოს. გაგენძრიათ ბიძია ტვინი განვითარებულიყავით და ორკაციანი შპს ვერ გაგიწევდათ კონკურენციას. დიდი ბოდიში თუ მონოპოლია დაგერღვათ. იმედია აწი მაინც შეეცდებით განვითარებას....
slavian s
ღმერთმა სენ გაგიმარჯოს, და ყველა სენისტანას, ქარტველი რა ცუდი არ არის? რამდენიც გინდა მტრებს რომ გადაუსქრეს იმდენი ცუდი გაუკეტეს ქვეყანას, მარა მაგატ უნდა მიეხედოს დროზე!
mosexoneli
ბრაკონიერები კიარა ჭკუა ქონიათ.ვინ უშლის ბირჟაზე მგომახალგაზდობას თევზაობას?ბათუმში 50 პროცენტი წამალს ეძებს გასაკეთებლად 30 ტურქთში მუშაობს მხოლო 20 პროცენტი აკეთებს რაგაცას.ასე დაგვემართება ყველაფერზე სათესბზე ვენახებზე ჩვენ მახათით ვზივართ და ვიძახითსმასახურს არ გვაძლევს არავინო,ჩამოდიან რუსები, არაბები ინდოელები, თურქები დამდიდრდებაინ ჩვენი მიწა წყლით.იცით რატო?ბრაკონიერები კიარ არიან მახათის მაგივრად ხელები აქვთ დაკაპიწებული და შრომობენ.რუსმა თუ ჩაყვინთა დალოცვილო შენ რა საცურაო კოსტუმი ვერ იშოვე?ან ინდოელმა თუ დათესა, და გამდიდრდა შენ ვინ დაგიშალა?მაგრამ მახატს, ისე მივეჩვიეთ გვსიამოვნებს.და ეგენი ხელით იჭერენ რაც სამაგალითოა და მისაბაძი. და ჩვენი უაპსუხისგებლო მეთევზე, და გარეწარი ასფეთგებელს და ათას აპარატს, იყენებს რომელიც არამარტო თევზს, კლავს არამედ ცოცხალ დარჩენილსაც, ქვირითის დაყრა არ შეუზლია.
საბა
ვოუ ვოუ,ურაპატრიოტიზმი შემოიტანეს?! მომეცით,ორს ავიღებ!
hhh
ხალხო მე ვერ ვარ კარგად თუ, რა წყალქვეშა ცურვის ფედერაციაზეა საუბარი?დდდ
სტაჟიანი მერუსეთე
ვერც რუსების და ვერც რუსეთუმეების ლანძღვით ქვეყანას ვერ ააშენებ - აი, ამას რომ გაათვითცნობიერებდეთ ვაშა-პატრიოტები, იქნებ მართლა გვშველებოდა რამე... ისე, რუსებს ერთი კაი გამოთქმა აქვთ შენისთანა (თუ ჩვენისთანა) მოცეკვავეებზე, გამუდმებით კვერცხები რომ უშლით ხელს და რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ამბავში აეგ კვერცხები ქვეყნის შიგნით უფროა საძებარი, ვინემ - შენ რომ ავადმყოფად მოიხსენიებ, იმ ერში...
ვაკეთებ
mikhael პლინტუსის დონეზე ხარ.
სიმართლე
მერე, ეს ვისი ბრალია, რუსების ან ვინმე სხვისი?.. ეს ისევ ჩვენი, ჩვენი უტვინობის ბრალია, ყველა და ყველაფერი რომ ფეხებზე გვკიდია, მარტო ერთმანეთის ხოცვით, დაჭრით, შურით... რომ ვართ დაკავებულნი ეგ იმის ბრალია, სხვისკენ ნუ ვიშვერთ თითებს, საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და რომ დავინახავთ ყველაფერს, რა რისი, ვისი ბრალია მერე შეიძლება გვეშველოს!
დავით 67
ამიტომაც ვჯობივართ მათ ვინც ჩამოთვალე. მეტი შეგნება გაგვაჩნია. ნავთობი და გაზი რომ გვქონდეს ხომ "ვაბშე"
კვარა
გეთანხმები,წინა მთავრობა ამხლანდელზე გაცილებით კაცთმოძულე იყო და რადიკალური საკუთარი მოქალაქეების მიმართ.მოკლედ ასეთ რეგიონში მსგავსი მმართველების ყოლა თვითმკვლელობის ტოლფასია.არ ვიცი რა გვეშველება.
slavian
პატრიოტიზმი და ნაციზმი ერთი და იგივე არ არის. მე რუსი ვარ და არასდროს ცუდი არ გამიკეთებია საქართველოსთვის და ქართველებესთვის. პირიკით, ყველგან ვიცავ ქართველებს და ქართულს. ვიცნობ რუსებს ეროვნებით, ვინც 2008-ში სამაჩაბლოში იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ასე რომ, როცა ამბობთ "ყველა რუსი და რუსული" ცოტა დაფიქრდით. არ არის სწორი თქვენი პოზიცია. პოლიტიკა ერთია და ეროვნება ეს სხვა თემაა.
დდდდდ
რუსის ხმალი ვის გაუგია, ხიშტი მაინც გეთქვა....
kalo
ერთი ვერ გავიგე, თუ კი რუსეთი მტრული სახელმწიფოა, როგორღა ახერხებენ რუსეთის მოქალაქეები ლეგალურ საქმიანობას საქართველოში? ან თუ კი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არავითარი რეაქცია არ აქვსნ თვითონ მოსახლეობამ უნდა გარიყოს და ბოიკოტი გამოუცხადოს რუსულ ბიზნესს თუ საქონელს. თქვენ წარმოიდგენთ, ბაქოში სომხური ბიზბნესი რომ წამოიწყოს? ან ევროპაში, ჩამოსულები, და არა მტრები, სულ კონტროლის და ზედმეტი ყურადღების ქვეშ არიან.
მერაბ მაღლაკელიძე
წინა მთავრობამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიყიდა, თელასი, საქგაზი, ენგურჰესი წყალკანალი, დ.ა.შ.
მერაბ მაღლაკელიძე
რუსები ყველგან ხმალამოღებული გვებრძვიან, სპორტიდან დაწყებული ეკონომიკური დივერსიებით დამთავრებული. ყველა ფრონტზე გამალებული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენ კიდევ გვძინავს საღათას ძილით, დროა გამოვფხიზლდეთ. ისე გვართმევენ საარსებო წყაროებს რომ აზრეც ვერ მოვდივართ და ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.
Erdo
თურქებზე რატო ხართ გასუსულები! აჭარაში რა ხდება
ვი–რუსი
ოჯახაშენებულო 2008 შიც კომერციული ინტერესებისათვის შემოვიდა არა?ჩახოცა ნარჩევი ქართველები და კანონიერად წაიღო ტერიტორიები?რუსების დედაც 100 წელი
კვარა
ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ჩვენი მთავრობის "ლოცვა კურთხევით".აბა შეუთანხმებლად გაბედოს ვინმემ ისე ჩააყუდებენ ვერვ ვერავინ გამოიხსნის
ოტელო
ეს არის კომერციული საქმიანობა და თუ კანონს არღვევენ გამოიძიეთ და დასაჯეთ ! თუ არა და რა გშურთ თქვენც დაიჭირეთ თევზი
mikhael
რაც მალე გაიაზრებს ქართული საზოგადოება რომ რუსეთი, რუსები და ზოგადად რუსული სამყარო არის ავადმყოფი საზოგადოება , რომელსაც არ აქვს მომავალი, არ აქვს პროგრესის და განვითარების სურვილი მით უფრო სწრაფად მოევლება საქართველოს... საჭიროა ყველამ გაითავისოს რომ საქართველო არ არის მარტო რაღაც აბსტრაქტული რამ. და ეს არის ჩვენი ყველას სახლი და მას სჭირდება მოვლა და პატრონობა მსგავსი სარეველა და მავნე ელემენტებისგან რასაც რუსები და რუსეთუმეები ჰქვია ...
მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა