ყველა ჯანმრთელია - საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობისთვის მზადება ბაკურიანსა და დუშეთში გაიარეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, სპორტსმენები კარგ ფორმაში არიან და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოიშუშა ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ და ევროპულ ფიცარნაგზე გულშემატკივარი მასაც იხილავს.

ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბუქარესტი უმასპინძლებს, სტარტს 26 მარტს აიღებს და პირველ აპრილს დასრულდება.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით წარდგება:

გოდერძი ბერდელიძე - 56 კგ.
რამინ შამილიშვილი - 62 კგ.
შოთა მიშველიძე - 62 კგ.
გოგა
ჩხეიძე - 69 კგ.
რევაზ დავითაძე - 85 კგ.
დავით ხეცურიანი - 105 კგ.
ირაკლი თურმანიძე - + 105 კგ.
ლაშა ტალახაძე - +105 კგ.

ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების ორი წევრიც: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) და თათია ლორთქიფანიძე (69 კგ).
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებებს გისურვებთ.
სოსო
11:15 23-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული