
აკვრაში კი მიშველიძემ 152, 158, 165 კგ. გაუმკლავდა და ოქროს მედალი მოიპოვა! ორჭიდის ჯამში კი 299 კგ. დაძლია და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა!
დღესვე რუმინულ ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილიც გამოდიოდა. ქართველმა ძალოსანმა სამივე დისციპლინაში მე-5 ადგილები დაიკავა. ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (120, 125, 128) აკვრაში (145, 150), ხოლო ორჭიდში კი შამილიშვილი 278 კილოგრამს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გოდერძი ბერდელიძემ (56 კგ.) ატაცში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.