ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდი ბუქარესტში 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის გახდა.

მან ატაცში 124 კილოგრამი დაძლია, მოწინააღმდეგეებს 22 კილოგრამით გაუსწრო და ახალგაზრდებში ევროპის რეკორდსმენიც გახდა.

ანასტასიას მესამე მისვლაზე შეკვეთილი 131 კილოგრამით მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობაც ჰქონდა.

აკვრაში საქართველოს ნაკრების წევრმა ჩემპიონობა მეორე მისვლაზე ოქროს მედალი გაინაღდა (132 კგ) და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა.

ორჭიდის ჯამში გოტფრიდმა 256 კგ დააგროვა და უახლოეს მდევარს მთელი 30 კილოგრამით აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე შვიდი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. ხვალ, ტურნირის ბოლო დღეს დათო ხეცურიანი (105), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თათია ლორთქიფანიძემ რაღა დაგიშავათ,მისი სურათი რომ არ დადეთ?მანაც ხომ აიღო მედალი.
სოსო
09:45 01-04-2018
0
სულ გამარჯვების გზით გევლოს! მადლობა ანასტასიას!
koko
22:28 31-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული