ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან ატაცში დაძლეულ 134 კილოგრამს, აკვრაში 154 კგ. შემატა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 288 კილოგრამით ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე აქამდე ქართველ ძალოსნებს მედალი არ მოუპოვებიათ.
გუშინ ტურნირზე ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ილია სულამანიძე, ხოლო ბრინჯაოს ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე დაეუფლა.