გურამ გიორბელიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ლას-ვეგასში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძემ 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა.

ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით (114, 118, 120 კგ) გამოიყენა და საქართველოს რეკორდი დაამყარა. გიორბელიძემ საკუთარ რეკორდს 2 კილოგრამით გადააჭარბა.

გიორბელიძემ აკვრაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა 145, 150 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასეთივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვებული 270 კილოგრამით.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის "ფეისბუქგვერდის" მიხედვით

altლაშა ტალახაძე 2018 წლის

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა!

altევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია აპრილში გასამართი ევროპის ჩემპონატის გამო ბათუმს ეწვია

altქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ!
სოსო
21:36 11-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული