ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: 17 წლის ქართველმა ძალოსანმა მე-4 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GEOWF

9 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 17 წლის ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა.

73 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში მალაყმაძემ ატაცში 133, 138 და 141 კგ დაძლია და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მეორე დისციპლინაში კი 5 მონაწილეს შორის მეორე შედეგი ჰქონდა. მან პირველ მისვლაზე 160 კილოგრამი აკრა, მეორე მისვლაზე 167 კილოგრამს გაუმკლავდა, მესამე ცდაზე კი 171 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო და ჯამურად 308 კილოგრამით B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მთლიან დისციპლინაში ის მეოთხე ადგილზე
გავიდა, გამარჯვებული კი რუმინელი პაულ დიმიტრასკუ გახდა, რომელმაც არჩილზე 1 კილოგრამით მეტი - 309 აჰკრა.

რაც შეეხება ქალ სპორტსმენებს - 64 კილოგრამ წონითი კატეგორიის C ჯგუფში 19 წლის მაკა ვეფხვაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა და მეხუთე პოზიცია დაიკავა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში სულ 166 კილოგრამი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები ფიცარნაგზე სპეციალური სამკლავურით ავიდნენ, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, ნაკრების ყველა წევრსა და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ეკეთათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ტარდება განა საქართველოსი! რატომ არ აცხადებთ შედეგებს პირველი ექვსეულის მაინც. ისე ჩატარდება ეს ჩემპიონატი რომ ვერაფერს შევიტყობთ მასზე თუ მაინცდა მაინც დარბაზში არ ვისხდებით. რისთვის ხართ, აბა? ეს საერთო წესად იქცა და სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა.
გიორგი
12:00 10-04-2019
0
სამკლაური ლობა!
ნნნნ
11:46 10-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული