ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: 14 წლის ნათია გადელიამ ორჭიდის ჯამში 149 კგ ასწია

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GEOWF/

11 აპრილს ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნათია გადელიამ 76 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა.

14 წლის გადელიამ, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი სწორედ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა როგორც ატაცში, ასევე აკვრაში.

ევროპის პირველობის დებიუტანტმა მწვრთნელთა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულა. გადელიამ პირველ დისციპლინაში 57, 61 და 64 კილოგრამი დაძლია. მეორე დისციპლინაში კი 77 კილოგრამით დაიწყო და შემდეგ 83 და 85 კილოგრამი დაძლია.

გადელიამ ორჭიდის (64+85 კგ) ჯამში 149 კილოგრამს მოუყარა თავი და
ჯგუფში მეექვე ადგილი დაიკავა.

B ჯგუფში საუკეთესო შედეგი მოლდოველმა ელენა ჩილჩიკმა აჩვენა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 211 კილოგრამი დაძლია.

18:00 საათიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რევაზ დავითაძე (89) იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ნათიას! ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ.
ნიკა
13 აპრილი 2019 18:11
0
14 წლის ბავშვი (თანაც გოგონა), რომ ამხელა სიმძიმეებს ეწევა რამდენად კარგია ნეტავ მისი ჯანმრთელობისთვის...
merabi
12 აპრილი 2019 10:09
1
რათქმა უნდა არ არის კარგი. არც ერთი პროფესიონალური სპორტი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი. მაგრამ სპორტში წასვლა მათი არჩევანია და ამაში ცუდი არაფერია. მთავარია ქუჩაში უსაქმოდ არ იდგნენ და სწორ გზას დაადგნენ.
დავითი
12 აპრილი 2019 13:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული