ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მე-9 მედალი მოუტანა

AutoSharing Option
13 აპრილს ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

20 წლის ჩხეიძემ ატაცის პირველ ცდაზე 163 კილოგრამი ასწია, შემდეგ წონა 167-მდე გაზარდა, მესამე ცდაზე კი 169 კილოგრამი დაძლია, რამაც ატაცში მესამე ადგილი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ატაცში საუკეთესო შედეგი უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა დააფიქსირა (175 კგ), ვერცხლის მედალი ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (170 კგ) მიიღო.

სამწუხაროდ აკვრაში ჩხეიძემ თავისი შესაძლებლობები მუხლის ტრავმის გამო ვერ გამოავლინა. ტრავმის გამო მან ორი ცდა გააფუჭა, მესამეზე კი ტკივილს მოერია და
203 კილოგრამი დაძლია.

აკვრაშიც ისევე როგორც ატაცში პირველზე უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი (216 კგ) გავიდა, მეორე ადგილი სომეხ სამველ გასპარიანს (209 კგ) ერგო, მესამე პოზიცია უკრაინელმა რევა კოსტიანტინიმ (207 კგ) დაიკავა.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძემ (169+203) 372 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა. ორჭიდში ევროპის ჩემპიონი უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი გახდა (391 კგ), ვერცხლის მედალი სომეხ სამველ გასპარიანს (377 კგ) ერგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (376 კგ) დაისაკუთრა.

17:30 საათზე ტურნირზე ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ) გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 9 მედალია - 2 ოქრი, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

შოთა მიშველაძემ (61 კგ) პირველ დღეს აკვარაში ოქრო მოიპოვა, შემდეგ გოგა ჩხეიძემ (67 კგ) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო აიღო, რევაზ დავითაძემ (89 კგ) ატაცში ოქრო, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 12 აპრილს კი საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა სპორტსმენმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა.

altბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ანტონ პლესნოიმ საქართველოს ნაკრებს ორი მედალი შემატა

altბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი

altგოგა ჩხეიძის ორი მედალი და სამი რეკორდი ბათუმის ევროპირველობიდან

altპირველი ოქრო ბათუმის ევროპირველობიდან - შოთა მიშველიძე აკვრაში ჩემპიონია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვისაც შტანგა სიზმარშიც არ უნახავს და "ტალახაძის გამო" ბილეთებს დაიტაცებს.. იმას გაუმარჯოს! და ვინც ტალახაძუს გამო ბილეთს მხოლოდ ბოლო დღეს გაყიდის იმასაც
მ.მ.მ
14:05 13-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული