პირველი ოქრო ბათუმის ევროპირველობიდან - შოთა მიშველიძე აკვრაში ჩემპიონია

AutoSharing Option
7 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

შოთა მიშველიძემ (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარსდგა, აკვრაში გახდა საუკეთესო. მიშველიძეს, რომელსაც ახალი ნაოპერაციევი მუხლი ჯერაც არ მოუშუშებია და მხარიც საოპერაციო აქვს, ქართველი გულშემატკივრების შეძახილებით დამუხტულმა 156 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა.

მიშველიძეს ატაცში და ორჭიდში სამეულში შესასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. ატაცში 125 კილოგრამი დასძლია, ხოლო ორჭიდში 281 კილოგრამს მოუყარა თავი.

124 კილოგრამით ატაცში მეექვსე შედეგი ჰქონდა ნაკრების კიდევ ერთ წევრს რამინ შამილიშვილს.
ნაკრების გამოცდილმა წევრმა აკვრაში 152 კილოგრამი დაიმორჩილა და მეხუთე იყო. ასევე მეხუთე ადგილი ერგო ორჭიდის ჯამშიც - 276 კგ.

8 აპრილს ტურნირზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული