მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯიში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ფიჯის დედაქალაქ სუვაში იმყოფება, სადაც 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ასპარეზობისთვის ქართველმა ძალოსნებმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარეს.

ფიჯის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის არჩილ მალაყმაძე (73 კგ.) ლომია თებიძე (81 კგ.) ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) იბრძოლებენ.

სუვაში გუნდს თან ახლავს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური და ძალოსანთა ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული