27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი აკვრაში 264 კილოგრამი ასწია, რაც ახალი რეკორდია. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

Video

ლაშა ტალახაძემ ატაცში რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

აკვრაში ტალახაძემ ასევე სამივე ცდა გამოიყენა, ჯერ 247 კილოგრამი დაძლია, რითაც ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა გაინაღდა.

მეორე ცდაზე ტალახაძემ 255 კილოგრამიც დაძლია, რამაც უკვე ჩემპიონობა აკვრაში მოუტანა.

მესამე ცდაზე კი ქართველმა ძალოსანმა 264 კილოგრამიც ასწია და კიდევ ერთი რეკორდი მოიპოვა, ასევე ორჭიდის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

Video

ლაშა ტალახაძემ აკვრაში რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მეორე ადგილზე აკვრაში 248 კილოგრამით სომეხი გორ მინასიანი გავიდა და ასევე მეორე ადგილი ორჭიდში 460 კილოგრამით ერგო. აკვრაში მესამე ადგილი ასევე სომეხმა რუბენ ალექსანიანმა 245 კილოგრამით დაიკავა. მასვე ერგო მესამე ადგილი ორჭიდში (437).

გიო
შენ დიდგორელთა შთამომავალო გენაცვალე მადლობა სიამაყისთვის მადლობა ღირსებისთვის..ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში
Geo
ლამაზად, დამაჯერებლად და დახვეწილად იასპარეზა! დიდი მადლობა ლაშა! დიდხანს გაგვახარე წარმატებებით!
Jordan Beli
ასე მიულოცა ლაშამ საქართველოს ჯვართამაღლება! გულში გენაცვალე ქართველი ხალხის სიხარულო!!!
ფეოლა
გაუჭირდებოდა☺☺
კახა
ლაშა ბიძიკო არ ხარ შენ ნორმალური ხოიცი... გეხუტუნე გოლიათო
ლაშა L.S.R.
ლაშა 1993 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს ის დროა, ომი სულ რაღაც 2–3 დღის დამთავრებული რომ იყო. სოხუმში და ოჩამჩირეში ქართველების ხოცვა–ჟლეტა ჯერ ისევ გრძელდებოდა და სწორედ მაშინ მოევლინა ის ამ ქვეყანას. 2005 წლის 27 სექტემბერს რევაზ მინდორაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, თუმცა იმავე დღეს ლუკა კურტნიძემ, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, ფინალი წააგო, თანაც რუს მეტოქესთან. ასე რომ, ტალახაძის წლევანდელი გამარჯვება სრულფასოვანი წარმატებაა, თანაც სამი მსოფლიო რეკორდით.
გლახუნა
ერს რომ ასეთი გიგანტი შვილი ყავს,ის ერიც გიგანტია და უდიდესი პოტენცია-პერსპექტიბვები გააჩნია, მთავარია ერის იდეურ -მენტალური გაერთიანება, ანუ -დასავლური ტიპის ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი სახელმწიფოს შექმნა და სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიული ინტერესებებისა მ ტ კ ი ც ე დ დაცვა,მერე ...
რეზო
ადამიანი რეკორდი! არ მოეშვა ლაშა ესე გააგრძელე!
tngh
გილოცავ ლაშა!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ ასახელებ საქართველოს!!! წელს შენ უკვე რიგით VIII მსოფლიო ჩემპიონი ხარ!!! გვეამაყებიტ ყველა!!!
დათო
გენიოსი!!!
qomagi
ჩვენი დევგმირი, რომლისთვისაც ბევრი ეპითეტი მემეტება! თუმცა, რადგან მათი რაოდენობა უთვალავი გამოვა, ამიტომ მხოლოდ ერთს დავწერ: "უძლეველი"
ა კაცი!
ვინმეს შეუძლია აგვიხსნას სად გადის ბოლოს და ბოლოს ამ კაცის ზღვარი? წარმოუდგენელი ფენომენია!
aleqsandre
რა თქმა უნდა ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს, ატაცში რადგან 2 წლის წინ უკვე გქონდა 220კგ, ეხლა კი 221-ზე უნდა მისულიყავი. მითუმეტეს, რომ იმხელა მარაგით აიტაცე 220, რომ არც 225 კგ გაგიჭირდებოდა. ჩემი აზრით ლაშას თავისუფლად შეეძლო 225 კგ-სა და 267 კგ-ს ჩვენება, თუმცა ეს მომავალში იყოს!
daviti
გილოცავთ ქართველებო, გილოცავ ლაშა. გაგიმარჯოს საქართველოვ
912
უკომენტაროდ!!!
გიორგი
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!!!
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..