22 ოქტომბერს რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დაძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ბერდელიძემ თავი აკვრაშიც გამოიჩინა - მან 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი, 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.