საქართველოს ნაკრებიდან რუმინულ ფიცარნაგზე პირველი ძალებს ახალგაზრდულ და 23-წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი გოდერძი ბერდელიძე (56 კგ) მოსინჯავს. ქართველი ძალოსანი თბილისის დროით 21:36 საათზე გამოვა.
გულშემატკივრებს ჩემპიონატის პირდაპირი ეთერის ხილვა "ევროსპორტ 1"-ზე შეეძლებათ.
გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების გამოსვლის განრიგს.
- გოდერძი ბერდელიძე - (56 კგ) - 26 მარტი. დრო - 21:36 საათი
- რამინ შამილიშვილი - (62 კგ) - 27 მარტი. დრო - 21:36 საათი
- შოთა მიშველიძე - ( 62 კგ) 27 მარტი. დრო - 21:36 საათი
- გოგა ჩხეიძე - (69 კგ) 28 მარტი. დრო - 21:36 საათი
- რევაზ დავითაძე - (85 კგ) 30 მარტი. დრო - 21:36
- თათია ლორთქიფანიძე - (69 კგ) 30 მარტი. დრო - 13:30 საათი
- ანასტასია (90 კგ) 31 მარტი. დრო - 17:06 საათი
- დავით ხეცურიანი - (105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 12:06 საათი
- ირაკლი თურმანიძე - (+ 105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 12:06 საათი
- ლაშა ტალახაძე - (+105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 19:36 საათი