შოთა მიშველიძის 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი თურქეთიდან

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს, შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დასძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.146 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე ოქროთი დააგვირგვინა ორჭიდი - 266 კგ.

ქართველმა ძალოსანმა საკუთარ აქტივს დამატებითი სალიცენზიო ქულები შესძინა და ოლიმპიურ თამაშებს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული