ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/gio.chincharauli.3/

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სარფის საბაჟოზე გადამხდარ სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ განთავსებული პოსტის ტექსტს.

"სარფზე საზღვარს მოვადექით გუშინ... ტურნირზე ვიყავით თურქეთში... მე, ტალახაძე და შოთიკო მიშველიძე ვართ ჩემი ავტომობილით... ეს ორი ფეხით უნდა გადმოვიდნენ საზღვარზე... მე მანქანით...

შედიან საბაჟოზე და მოსდევთ ვიღაც ქალი (სიგარეტით მოვაჭრე)... ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით, გადამატანინეთ საქართველოს საზღვარზე და მერე დამიბრუნეთ, თორემ განბაჟება მომიწევსო...

ლაშამ უთხრა: ქალბატონო, არ ვეწევით ჩვენ, სპორტსმენები ვართო. სირცხვილია, სიგარეტით ხელში
როგორ გავიაროთ საბაჟოზეო.

ამან არც აცია, არც აცხელა და

- მიდი, მიდი ნუ წუწუნებთ, ძალიან არ გიცნონ ახლა ქართველმა მებაჟეებმა, რაის სპორტსმენები თქვენ ხართო.

რა გინდა, რომ ქნა".

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
და რა იცით რომ იმ სიგარეტის ყუთებში ნარკოტიკიც არ იდო და ცნობილ სპორტცმენს შარში არ ხვევდნენ, და მერე უნდა ემტკიცებინა....
დღეს არავინ სანდო აღარ არის, ადამიანები თავიანთი კეთილდღეობის სანაცვლოდ ყველაფერზე წამსვლელბი არიან
!
23 ნოემბერი 2019 17:29
1
ჩემო სოსუმელო ვეტერანო!იმიტომ კიდიათ,რომ შიათ და მთელი დღე ლუკმაპურის საშოვნელად არიან გადაგებული.
888
22 ნოემბერი 2019 19:51
5
შიმშილის გამო ყველაფერი (ქურდობა, უღირსი საქციელი) არ უნდა იკადრო
rasa
23 ნოემბერი 2019 12:45
0
გენაცვალე ლაშა!
soxumeli veterani
22 ნოემბერი 2019 18:48
1
სირცხვილია მთელი ქვეყნის, ლაშა ვერ იცნო. ასეთ მდოგომარეობაშია ალბათ ქვეყნის ნახევარი და მიტომაა ასეთ ყოფაში რომ ვართ.განათლებას ვიღა ჩივის, უბრალო ინფორმაცია არ აინტეტრესებს ბევრს რა ხდება ქვეყანაში სულ კიდიათ.
G.LA
22 ნოემბერი 2019 16:58
6
შიმშილი და გაჭირვება აჩლუნგებს ადამიანს ეს იმის მომასწავლებელია რომ ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და რითი გადარჩეს იმაზე ფიქრობენ.
Gio
22 ნოემბერი 2019 19:19
3
საინტერესოა,იცნეს მებაჟეებმა ?
სოსო
22 ნოემბერი 2019 16:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული