ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
კიდევ ერთხელ გარკვევით გაგიმეორებთ აგრესიულ ურა პატრიოტებს!


ჰაიო ზეპელტი ჩიტირეკია ან ფულზე დაგეშილი სამხრეთელი აფერისტი ან რუსი თაღლითი არ გეგონოთ!

ჰაიო ზეპელტს სპორტის დოპინგისგან და კორუფციისგან გასუფთავებასა და გაჯანსაღებაში განსაკუთრებით დიდი დამსახურებისთვის შარშან გადაეცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო ორდენი. ეს მას გადასცა გერმანიის პრეზიდენტმა ჰანს შტაინმაიერმა.


ზეპელტი გერმანიის მთავარი ტელევიზიის დოპინგ სპეციალისტია, სხვადასხვა დროს მან არაერთგზის ამხილა სპორტში კორუფციის და დოპინგის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის ძალიან დიდი სახელის მქონე სპორტსმენების მიერ.

მტრად მოიკიდა გავლენიანი მაფიოზური სპორტული და არასპორტული კლანები.

რამდენიმე თავის კოლეგასთან ერთად ამხილა რუსეთში კორუფციის ჭაობი, რასაც შედეგად რუსეთის დისკვალიფიკაცია მოჰყვა სპორტის რამდენიმე სახეობაში.

რუსეთმა მას უარი უთხრა ვიზაზე და არ შეუშვა ქვეყანაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

ასე რომ, ცოტა რეალობის ნიადაგზე დაეშვით.
ლაშა ტალახაძეთი თქვენსავით მეც ვამაყობ, მაგრამ სპორტშიც და ცხოვრებაშიც წესები უნდა იქნას დაცული. და ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინმე არღვევდა თუ არა ამ წესებს.
ისტორია
10 იანვარი 2020 14:24
14
ნაცებო, ერთ რამეს გირჩევთ, ტოკიოს ოლიმპიადის დროს შტანგას არ უყუროთ!!! ვინაიდან ისედაც პატარა გულები, სულ დაგისკდებათ, და რაშველება მერე ქვეყანას უთქვენოდ? ბოლო სტრიქონს არ მიაქციოთ ყურადღება მართლა კი არ ვნერვიულობ,პირიქით.
გელა 8
13 იანვარი 2020 11:33
2
შენ რომ გვიმეორებ ასე დაჟინებით, შენ ვინ ხარ?! დაწერე სახელი და გვარი?!
aburjga
11 იანვარი 2020 16:05
2
ყველა გამოხმაურება
ტალახაძის სპორტული წარმატებები, რა თქმა უნდა ძალიან მახარებს და მას ისტორიული მნიშვნელობის სპორტსმენად ვთვლი, მაგრამ მან თავის ადამიანურ რეპუტაციას თვითონ გადაუარა, როცა იმ ყოვლად სამარცხვინო კლიპში მიიღო მონაწილეობა. ვერ გამიგია, რაში დაჭირდა ეს. ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავს, თუ გულწრფელად არ მოინანია. არ შეიძლება თან პატრიოტობდე და თან შენი სამშობლოს მტრების გვერდით იდგე.
ელიოზი
10 იანვარი 2020 13:55
23
წაი ბიძია პოლიტიკაში და მიშას რო მოიყვანთ, იმას ულოკეთ ყბები, კაცი დავალებულია ოჯახიანად და არ თქვა არც შენ და არც არავინ,რომ მიუხედავად პატივისცემისა შენ შენსავე პატივისმცემელ ახლობელს უგანებ,მითუმეტესრომ შენგან განხსხვავებით ეს კაცი მტრად არ თვლის ბიძინას.......
gela 67
13 იანვარი 2020 11:20
1
ელზა რა გინდა?
ელიოზ ელზას
10 იანვარი 2020 16:18
3
ნაციონალობა არ გიტყდება?მიშა და ბოკერიას სურათით რომ დადიხარ,ცნობისთვის ის ჟორნალისტი ევროპულმა სასამართლომ დასაჯა ტყუილისთვის ერთი წლით,შეუჩერა საქმიანობის უფლება,მკაცრი მითითება აქვს თუ ერთხელ მაინც იცრუებს დასჯიან,,მსოფლიო ლეგენდა გვყავს ლაშას სახით და მაგაზე რომ მოაყოლებ შედარებებს მსუბუქად რომ ვთქვათ ბოღმით ხარ სავსე
ისტორიას
10 იანვარი 2020 11:19
6
არ ხარ ღირსი არანაირი კომენტარის, მაგრამ უფრო სხვების საყურადღებოდაც,

2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამიტომ ეჭვი გამორიცხული არ არის. განსაკუთრებით ძალისმიერი ამტანობის სახეობებში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში და ძალოსნობაში.
ისტორია
10 იანვარი 2020 14:01
14
ყველამ კარგად წაიკითხეთ ეს!

ჯერ ერთი ჰაგო კი არა, ჰაიო!
ჰაიო ზეპელტი ვინმე თქვენსავით უსაქმური ან ამვლელ-ჩამვლელი არ გეგონოთ!

ძალიან სერიოზული და სახიფათო სახელის მქონე ჟურნალისტია!

მთელი ცხოვრება მიუძღვნა სპორტში კორუფციის და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას!
დიდი გავლენების მქონე წრეები გადაიკიდა და ამჟამად სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.


სწორედ მისი იატაკქვეშა ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გამომჟღავნდა ბოლო ორი ათწლეულის ძალიან დიდი სკანდალი ველოსპორტში. მხილებულ იქნა ველოსპორტის ისეთი დიდი სახელის მქონე სპორტსმენები როგორიც არიან იან ულრიხი და ფლოიდ ლანდისი.

გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა აიმაღლა და დოკუმენტაციებით ამხელდა რუსეთის სპორტში არსებულ კორუფციის ჭაობს და დოპინგის გამოყენებას.

ამის გამო მას რუსეთის საგარეო უწყებამ ვიზაზე უარი უთხრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამის თაობაზე ანგელა მერკელიც ჩააყენეს საქმის ყურში.
ჰაიო ზეპელტს მინიჭებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი და აქ ნუ კრიახობთ ურა პატრიოტები.

თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ქართული სპორტი.

რა თქმა უნდა, ჰაიო ზეპელტი საგამოძიებო კომისია არ არის, ის ერთი ადამიანია, და შესაძლოა, ისიც ცდებოდეს. ან კიდევ, ყოველთვის ვერ გაარტყას მიზანში, მაგრამ საზოგადოებრიობის ყურადღებას აფხიზლებს და და არაა გამორიცხული, ვინმე როდესმე რამეში მხილებულ იქნას, თუკი უწესობას ჰქონდა ადგილი.

არანაირად არ ვეხები ლაშა ტალახაძეს, მის გაუგონარ წარმატებებს და არაფრის გაფიქრებაც არ მინდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა დიდ სპორტსმენს.
ისტორია
10 იანვარი 2020 13:42
10
ვინც გინდა იყოს ლაშასთან ტყუის,პირველი იმიტომ რომ შესაძლებელია ამ სიტყვალ იყენებს,მეორე იმიტომ რომ შენაირები ვითომ მხარს უჭერენ ევროპელ მატყუარა ვაი ტიპებს,ტალახაძე მსოფლიო ლეგენდაა და მადლობა უფალს ღირსეული ქართველია,გარდა ამისა კაცური კაცია და სწორედ ამას ვერ იტანენ ის ევროპელი არსევები და შენაირები
ისტორიას
10 იანვარი 2020 07:49
3
ყველამ კარგად წაიკითხეთ ეს!

ჯერ ერთი ჰაგო კი არა, ჰაიო!
ჰაიო ზეპელტი ვინმე თქვენსავით უსაქმური ან ამვლელ-ჩამვლელი არ გეგონოთ!

ძალიან სერიოზული და სახიფათო სახელის მქონე ჟურნალისტია!

მთელი ცხოვრება მიუძღვნა სპორტში კორუფციის და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას!
დიდი გავლენების მქონე წრეები გადაიკიდა და ამჟამად სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.


სწორედ მისი იატაკქვეშა ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გამომჟღავნდა ბოლო ორი ათწლეულის ძალიან დიდი სკანდალი ველოსპორტში. მხილებულ იქნა ველოსპორტის ისეთი დიდი სახელის მქონე სპორტსმენები როგორიც არიან იან ულრიხი და ფლოიდ ლანდისი.

გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა აიმაღლა და დოკუმენტაციებით ამხელდა რუსეთის სპორტში არსებულ კორუფციის ჭაობს და დოპინგის გამოყენებას.

ამის გამო მას რუსეთის საგარეო უწყებამ ვიზაზე უარი უთხრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამის თაობაზე ანგელა მერკელიც ჩააყენეს საქმის ყურში.
ჰაიო ზეპელტს მინიჭებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი და აქ ნუ კრიახობთ ურა პატრიოტები.

თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ქართული სპორტი.

რა თქმა უნდა, ჰაიო ზეპელტი საგამოძიებო კომისია არ არის, ის ერთი ადამიანია, და შესაძლოა, ისიც ცდებოდეს. ან კიდევ, ყოველთვის ვერ გაარტყას მიზანში, მაგრამ საზოგადოებრიობის ყურადღებას აფხიზლებს და და არაა გამორიცხული, ვინმე როდესმე რამეში მხილებულ იქნას, თუკი უწესობას ჰქონდა ადგილი.

არანაირად არ ვეხები ლაშა ტალახაძეს, მის გაუგონარ წარმატებებს და არაფრის გაფიქრებაც არ მინდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა დიდ სპორტსმენს.
ისტორია
10 იანვარი 2020 01:52
16
ჩვენსავით უსაქმური თუ არაა,ესე იგი შენსავით საქმიანია, ერთი მაგის ჯიშიც და დედაც და მაგას ვინც უჯერებს იმათიც, მეორე: ლაშას წინააღმდეგ დისლაიქები ხომ ყველამ იცის,რომ ნაცების საქმეა,,,,,,, მიდით გაიხარეთ ამ ტყუილებით მაინც
გელა 8
13 იანვარი 2020 11:28
1
არის ეგეთი ცხოველი - ბაყაყი. თვალების წინ ეკრანი აქვს და დაპროგრამებულია მწერმა გადაუფრინოს და ეგ შეამჩნიოს. მეტს ვერაფერს ხედავს.

ასეთები ადამიანებშიც ურევია. ასათიანის ათის ჯიუტი პაციენტივით - გვარამია, სააკიანი, სისხლიანი 29 წელი და ა.შ.

სხვას რომ ვერაფერს ხედავს თავის ტიალ ცხოვრებაში.
ისტორია
10 იანვარი 2020 13:48
9
ყველა გამოხმაურება
აუცილებლად სარჩელი უნდა შეიტანონ სასამართლოში და ბოფიში - კომპესაცია მოითხოვონ.
აუცილებლად , აქ ორი აზრი არც უნდა იყოს.
გიო
09 იანვარი 2020 23:43
1
რა გასაკვირია ვლადიმირზე უთქვია უარი. ეტყობა გაუნაწყენდა და აამუშავა თავისი ძველი კოლეგები.
kakha
09 იანვარი 2020 22:34
5
მე ერთი რამის, მეშინია ლაშა, რომ სუთაა გასაგებია, მარა მეშინია არ გაუჩალიჩონ რამე, რადგან ბობოლებს აშკარად არ აწყობთ ისეთი გაღლეტილი და პატარა ქვეყნიდან, როგორც საქართველოა ამდენი რეკორდები და მედლები,სპორტში უკვე ყველაფერს მაფია წყვეტს ვინ მოიგებს როდის და რამდენს და არავის აწყობს როცა ასეთი აშკარა უპირატესობით იგებს ვიღაც ქართველი და კიდე კაი ხანს მოიგებს. მოკლედ ან გაუჩალიჩებენ რამეს, ან აიძულებენ მათ თამაშში ჩაერთოს და ხან მოიგოს ხან შიგადდაშიგ წააგოს კიდეც და ა.შ.
Mmm
09 იანვარი 2020 21:35
5
ლაშა ტალახაძე უკვე იყო მხილებული დოპინგის მიღებაში და მას 2013 წელს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

"რამე არ გაუჩალიჩონ". "გაღლეტილი ქვეყანა"?

ვის რაში ენაღვლება სპორტსმენის წარმომავლობა?! მსოფლიოში თითქმის ყველა დიდი სპორტსმენი გაღლეტილი ქვეყნის გაღლეტილი, ღარიბი ოჯახიდან იყო.
ისტორია
10 იანვარი 2020 14:34
7
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი....ლაშა შემოგევლე, არა ერთი ოლიმპიური ოქრო გვენახოს შენს მკერდზე.
sake
09 იანვარი 2020 17:44
2
მიდი ლაშა! უფალი შენთანაა!
ვახო...
09 იანვარი 2020 17:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული