ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
ალბათ არაპროფესიონალიზმის ბრალია,მარა გერმანელისგან ცოტა გასაკვირია.ერთი მაგსიც რა
თორნიკე12
09 იანვარი 2020 03:19
2
ხოო. ან მოგზავნილია და ვიღაცის საქმეს აკეთებს, ანაც მართალია და ჩვენ გვატყუებენ
rasa
10 იანვარი 2020 03:18
0
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი....ლაშა შემოგევლე, არა ერთი ოლიმპიური ოქრო გვენახოს შენს მკერდზე.
sake
09 იანვარი 2020 17:44
2
ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რატომ არ უჩივით მაგ ჟურნალისტს და ზოგადად გამოცემას?
ბმბ
09 იანვარი 2020 12:34
1
რათ უნდა ამდენი ბლა-ბლა?! უჩივლეთ ფედერაციამ და ახდევინეთ ბოდიშები! ასეთი "ბინძური ჩორტები" კეთილ საქმეებს არ ემსახურება. შეგნებულად პროვოკაციულ ჭორს დააბრეხვებენ ხოლმე რეპუტაციის შელახვა რომ უნდათ და მიდი და უმტკიცე მერე რომ სუფთა კაცი ხარ. იქეთ შეუტიეთ და აქეთ გზდიონ ბოდიშების სახდელად!!!
joi zaza
09 იანვარი 2020 08:51
0
ბევრს ახრჩობს ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი ლეგენდა გოლიათის არსებობა.
G.LA
09 იანვარი 2020 09:02
3
უჩივლეთ აუცილებლად, რომ სხვა დროს სხვა აღარ გაბედოს ამგვარი რამე
lev
09 იანვარი 2020 10:16
2
რამოდენიმე ხნის წინ ასევე გერმანელმა ჟურნალისტმა ნიკოლოზ ბასილაშვილს გარიგებულ მატჩებში დასდო ბრალი. ესენი არაფრით განსხვავდებიან რუსებისგან.
ვერ მოუნელებიათ ლაშას წარმატებები, ვერ იჯერებენ რომ ისეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც საქართველოა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები გამოდიან.
WTF
09 იანვარი 2020 10:06
4
ისე წელს ოლიმპიური წელია და ლაშაზე და ალბათ ყველა კონკურენტუნარიან სპორტსმენზე დიდი ყურადღება და ჭორებიც გავრცელდება და ალბათ ყურადღება არავინ არ უნდა მოადუნოს... ფედერაციებმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყველაფერს ყურადღება...
ემზარი
09 იანვარი 2020 13:43
0
რუსებს, რომ გაეკეთებინათ მასეთIი სიუკეტი, რა ამბავი ატყდებოდა
dtw
09 იანვარი 2020 09:07
3
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი გდრ-სთან და ეხლა უკვე რუსეთი გერმანიასთან ისეა ჩახუტებული,ვისი ვისაშია კაცი ვერ გაარჩევს აქედან მოდის ზუსტად ის, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს წუპაკი ღურნალისტებიც ასეთ სისულელეებს ჯღაბნიან, ასე რომ რუსეთია ისევ ამის უკან.
gio
09 იანვარი 2020 11:29
5
პრესის თავისუფლებაა,გამოხატვის თავისუფლებაა და რასაც უნდათ იმას წერენ და ამბობენ...შტანგაში რომ ვერ მოერიენ ეხლა უნამუსოდ მის წარმატებებს უნდათ ჩრდილი მიაყენონ,შეკვეთილი სტატიის სუნი ასდის ამ გერმანელი ჟურნალისტის მონაჩმახს....ლაშას ამით ვერაფერს დააკლებთ,ჩვენი გოლიათი წელს ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ვინ არის და რა შეუძლია...წარმატებები ჩვენს გოლიათს ასეთების გულზე გასახეთქად!!!
gogia
09 იანვარი 2020 14:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული