ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
ჟურნალისტმა რა დაწერა არ ვიცით, თქვენი პასუხი კი რიგითი მკითხველისთვის გაუგებარია
ნანა
09 იანვარი 2020 11:18
5
რა პატივისცემა, რა მედია. არსებობს სასამართლო და სასწრაფოდ უნდა უჩივლოთ. რა თანამშრომლობა იმ ხალხთან ვინც ტყუილს წერს ფაქტების (რომელიც როგორც ჩანს უმარტივესად მოსაძიებელია) ყოველგვარი გადამოწმების გარეშე. ფედერაციის ამ განცხადების ფასი არის ნული თუ შესაბამისი ადეკვატური რეაგირება არ მოყვა.

აქ არ არის საუბარი - მოდის ნუ გავამწვავებთ!! უკვე გამწვავებულია მდგომარება და შესაბამისი ზომებია მისაღები. ცოტა მეტი გამბედაობა გამოიჩინეთ რა ხალხნო, რა ჯანდაბა გვჭირს!!
ივანე
09 იანვარი 2020 11:07
2
ჟურნალისტების უმრავლესობა ფულის გულისთვის რომ ყველაფერზე მიდიან ეს ხომ ყველასთვის ცნობილია გინდა გრმანელი იყოს და თუნდაც ქართველი.ალბათ კონკურენტის გუნდიდან შეუკვეთეს წერილი.რა გაგიკვირდათ ქართველებს სადაც ტროლებისა და ბოტების ფაბრიკები არსებობს.
yviTeli
09 იანვარი 2020 11:05
1
და მაგ ჟურნალისტის ღრმა პატივისცემას რა იწვევს? :/
ვვვ
09 იანვარი 2020 10:38
3
Kvamli ucecxlod ar arsebobs..ratos pederacia ase sheshinebuli
Gor minasiani
09 იანვარი 2020 10:36
38
უჩივლეთ აუცილებლად, რომ სხვა დროს სხვა აღარ გაბედოს ამგვარი რამე
lev
09 იანვარი 2020 10:16
2
რამოდენიმე ხნის წინ ასევე გერმანელმა ჟურნალისტმა ნიკოლოზ ბასილაშვილს გარიგებულ მატჩებში დასდო ბრალი. ესენი არაფრით განსხვავდებიან რუსებისგან.
ვერ მოუნელებიათ ლაშას წარმატებები, ვერ იჯერებენ რომ ისეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც საქართველოა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები გამოდიან.
WTF
09 იანვარი 2020 10:06
4
Germaneli jurnalistis gasagonad-yvelam tavis boz mamidas mouaros.:)
Gio
09 იანვარი 2020 09:52
3
რუსებს, რომ გაეკეთებინათ მასეთIი სიუკეტი, რა ამბავი ატყდებოდა
dtw
09 იანვარი 2020 09:07
3
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი გდრ-სთან და ეხლა უკვე რუსეთი გერმანიასთან ისეა ჩახუტებული,ვისი ვისაშია კაცი ვერ გაარჩევს აქედან მოდის ზუსტად ის, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს წუპაკი ღურნალისტებიც ასეთ სისულელეებს ჯღაბნიან, ასე რომ რუსეთია ისევ ამის უკან.
gio
09 იანვარი 2020 11:29
5
ბევრს ახრჩობს ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი ლეგენდა გოლიათის არსებობა.
G.LA
09 იანვარი 2020 09:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული