ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?

ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
სტატიის დაწერამდე მინიმუმ ანტი-დოპინგური წესებით, რომ დაინტერესებულიყო ის მაინც ეცოდინებოდა, რომ თუ სპორტსმენმა დისკვალიფიკაციის ვადის ბოლო თვეებში მინიმუმ სამი დოპინგ ტესტი არ ჩააბარა ისე სპორტში ვერ დაბრუნდება. ასევე ყველა ქვეყანას ვალდებულება აქვს ყველა სპორტსმენი ილიმპიადაზე გაგზავნამდე მინიმუმ ორჯერ შეამოწმოს დოპინგზე. ასე მოხდა ლაშას შემთხვევაშიც 2015 და 2016 წლებში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ინფორმაციის მოძიება შესაბამის უწყებებში შეეძლო. მინიმუმ არაპროფესიონალზმთან გვაქვს საქმე, რომელმაც ასეთი დიდი სპორტსმენის რეპუტაცია შეიძლება შელახოს. აუცულიბლად უნდა აგოს პასუხი ასეთი არასწორი ინფორმაციია დაუდევრობით ან განზრახ გავრცელების გამო.
H
09 იანვარი 2020 15:26
0
ერთი რომ, ტალახაძე უკვე იყო შემჩნეული დოპინგის მიღებაში და ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
მეორე, წაიკითხე ჩემი პოსტი ამავე თემაზე აქვე ჩამონათვალში.
ისტორია
10 იანვარი 2020 14:29
4
პრესის თავისუფლებაა,გამოხატვის თავისუფლებაა და რასაც უნდათ იმას წერენ და ამბობენ...შტანგაში რომ ვერ მოერიენ ეხლა უნამუსოდ მის წარმატებებს უნდათ ჩრდილი მიაყენონ,შეკვეთილი სტატიის სუნი ასდის ამ გერმანელი ჟურნალისტის მონაჩმახს....ლაშას ამით ვერაფერს დააკლებთ,ჩვენი გოლიათი წელს ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ვინ არის და რა შეუძლია...წარმატებები ჩვენს გოლიათს ასეთების გულზე გასახეთქად!!!
gogia
09 იანვარი 2020 14:46
2
ისე წელს ოლიმპიური წელია და ლაშაზე და ალბათ ყველა კონკურენტუნარიან სპორტსმენზე დიდი ყურადღება და ჭორებიც გავრცელდება და ალბათ ყურადღება არავინ არ უნდა მოადუნოს... ფედერაციებმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყველაფერს ყურადღება...
ემზარი
09 იანვარი 2020 13:43
0
აშკარად ჩვენი ჩრდილოელი "კეთილისმყოფელი მეზობელი" დგას მაგ ჟურნალისტის უკან, თორემ გერმანელებს არც ფაქტები ეშლებათ და არც რამე ინტერესი აქვთ ჩვენს წინააღმდეგ. ლაფში ყელმდე გასვრილები სხვის გასვ რასაც ცდილობენ.
irakli81
09 იანვარი 2020 13:33
16
ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რატომ არ უჩივით მაგ ჟურნალისტს და ზოგადად გამოცემას?
ბმბ
09 იანვარი 2020 12:34
1
ამ საქმეში გამორიცხული არ არის ჩვენი ,,მოძმეების", გინდ ჩრდილოეთიდან, გინდაც სამხრეთით, გინდაც სამხრეთ-დასავლეთით, ხელი არ ერიოს
123
09 იანვარი 2020 12:22
10
მართალი ხარ ჩვენ ზოგადად ბევრი ძმები გყვავს შენ რომ გულისხმობ ისეთები:)
mosexoneli
10 იანვარი 2020 11:44
1
ლაშას 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ალბათ ამის გამო შეიტანა ეჭვი გერმანელმა ჟურნალისტმა!! წარმოიდგინეთ ეხლა ლაშა და მთელი სამწვრთნელო ჯგუფი როგორი ყურადღებით არის რომ რაიმე არ გამოეპაროთ. სამწუხაროა მაგრამ ამ დაუსაბუთებელ ბრალდებას წარსული ისტორიის გამო ვერ მოვთხოვთ პასუხს.
zaza
09 იანვარი 2020 12:06
13
სად მოთხოვ პასუხს?? ჟურნალისტები ათას სისულელეს ლაპარაკობენ და ვინ თხოვს მაგაზე პასუხს?? რომელ სასამართლოში მივმართოთ?? ეგ არის ჟურნალისტი არაა ოფიციალური ორგანო. ჟურნალისტმა გამოთქვა ეჭვი და გარდა ამ საქმისა მაგ ჟურნალისტმა რუსეთის ნაკრების სპორტსმენებზეც დადო ბევრი ინფორმაცია და მიაყოლა ეს მცდარი ინფორმაციაც. ობიექტური ჟურნალისტები სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან და ტენდენციურობა უმეტესობას ახასიათებს.
ZAZA
09 იანვარი 2020 14:03
0
რატომ ვერ მოვთხოვთ პასუხს ? სტატიის დაწერამდე მინიმუმ ანტი-დოპინგური წესებით, რომ დაინტერესებულიყო ის მაინც ეცოდინებოდა, რომ თუ სპორტსმენმა დისკვალიფიკაციის ვადის ბოლო თვეებში მინიმუმ სამი დოპინგ ტესტი არ ჩააბარა ისე სპორტში ვერ დაბრუნდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ინფორმაციის მოძიება შესაბამის უწყებებში შეეძლო. მინიმუმ არაპროფესიონალზმთან გვაქვს საქმე, რომელმაც ასეთი დიდი სპორტსმენის რეპუტაცია შეიძლება შელახოს. აუცულიბლად უნდა აგოს პასუხი ასეთი არასწორი ინფორმაციია დაუდევრობით ან განზრახ გავრცელების გამო.
H
09 იანვარი 2020 13:27
2
Gor minasiani-ს! სულ ჩვენი შურით და ბოღმით რომ იხრჩობით, ვინ გაკავებთ ამ ჩვენს დალოცვილ მიწაზე, ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ყველა აქ მაცხოვრებელმა ხელები და დაიძარით სადახლოსკენ, ბედნიერ საზღვრის კვეთას გისურვებთ! შობა-ახალ წელს გილოცავ ლაშა, მრავალს დაესწარი ერის სიამაყევ! პ.ს. წინა კომენტარშიც სწორედ შენიშნეს, რაღაც "ნამეტნავად" არიან ეს მონღოლ-რუსები და გერმანელები ერთმანეთზე შეყვარებულნი
llcl
09 იანვარი 2020 11:54
3
უჩივლეთ მერე მაგ არამზადას და მოსთხოვეთ პასუხი ცივილიზებულად. თუ კაი ბიჭები ვართ და გვიტყდება?
შაკო
09 იანვარი 2020 11:40
2
ყველამ შევიგნოთ რომ მეგობრები არ არსებობენ არც პოლიტიკაში და არც სპორტში ის მეგობრობა რაც ჩვენს მოჭიდავეებს აკავშირებს კავკასიელ მოჭიდავეებთან ეს არის უფრო ვაჟკაცობის მაგალითი ამიტომ ეხლა მაგ გერმანელ ფულის მონა ჟურნალისტს ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი ფეხებით უნდა დაკიდო და ათქმევინო მარა ამის ძალა ვის შეწევს ფაქტია შეკვეთილია კონკურენტი ქვეყნისგან ან პროვოკაციაა ლაჩრული გაუმარჯოს ჩვენს ლეგენდა ლაშAს და გამხნევება მას ქართველი გულშEმატკივრისგან
samtredski
09 იანვარი 2020 11:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული