
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 კგ დასძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა.
ძალოსანმა აკვრაში 155 კგ დასძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რუსულ ფიცარნაგზე 61 კგ. კატეგორიაში რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279 კილოგრამით მე-9 ადგილზე გავიდა.
2020 წლის პირველი მედლები ძალოსნებისგან! -
შოთა მიშველიძის 3 ვერცხლი