ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში - 3 ოქრო, მსოფლიოს რეკორდი და საქართველოს ჰიმნით დახურული ევროპის ჩემპიონატი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძეს კი ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის
დაკავება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბაია პატარაიას და გვარამიას ჯერ არვუთხრათ ეწყინებათ
ოპს
11 აპრილი 2021 19:42
15
შენ გენაცვალე ჩვენო დევგმირო!!
ჰაიაბუსა
11 აპრილი 2021 20:12
0
სამუდამო რეკორდსმენია, არ გამიკვირდება, 500 კილო რო ასწიოს ოლიმპიადაზე
მინდია
11 აპრილი 2021 21:51
0
კომენტარის გარეშე უნდა დარჩეს წესით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც..... გილოცავთ ყველას. ჩვენი ეროვნული განძია ეს კაცი...
giabar
11 აპრილი 2021 19:22
0
უდიდესი გამარჯვება (მსოფლიო რეკორდით 222 კგ...) და უზარმაზარი საჩუქარი ქართველ ხალხს ლაშასაგან! ჩვენმა გოლიათმა, ქართული ჰიმნი გააჟღერა იმ ქვეყანაში, რომელსაც უსამართლოდ და უნამუსოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და ამისათვის კიდევ უფრო მეტი მადლიერება ჩვენს ლაშას! მადლობა უფალს, რომ გვყავს ასეთი სასახელო და უზომოდ წარმატებული მამულიშვილი! წარმატებები ჩვენს გოლიათს ტოკიოს ოლიმპიადაზე!
ვახო...
11 აპრილი 2021 20:34
1
საქართველოს სიამაყე ხარ ❤❤❤
ემიგრანტი
11 აპრილი 2021 22:12
0
გაიხარეთ ლაშა!!! გიორგი ასანიძე!!! მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ 500-სკენ!
გივი
11 აპრილი 2021 19:22
0
485 ორჭიდში ასევე მსოფლიოს ახალი რეკორდია!
დათო
11 აპრილი 2021 19:30
0
ადამიანი მაგარი, სპორტსმენი მაგარი, ოჯახი მაგარი, ქართველი მაგარი, მისაბაძი მაგარი............... აგიშენდა ჯიში და ჯილაგი.... მადლობა.....
სტალინი
11 აპრილი 2021 23:50
0
485-ც მსოფლიოს რეკორდია
რეზო
11 აპრილი 2021 20:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული