გიორგი ასანიძე: „ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც დაიცავს მოსახლეობას“

AutoSharing Option
გიორგი ასანიძემ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა:

"ვაქცინირებული ვარ. "ფაიზერის" ვაქცინა გავიკეთე. ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რაც დაიცავს მოსახლეობას, სულ მცირე, იმ მძიმე გართულებებისგან, რომლებიც ახლავს კოვიდს. ამიტომ ვაქცინა აუცილებელია",- ასე აფასებს იმუნიზაციის აუცილობლობას, კოვიდპანდემიასთან ბრძოლისას, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწრთვნელი, გიორგი ასანიძე.

ვეტერანი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები სპორტს წინსვლაში ხელს უშლის და სპორტული სამყარო რთული გამოწვევების წინაშე დგას.

"ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა, ამიტომ ეს
რისკები მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. ჩვენი ნაკრების რამდენიმე წევრი უკვე ვაქცინირებულია, ვაგრძელებთ ამ პროცესს და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ისევე როგორც ყველა სფერო, სპორტიც რთულ ვითარებაშია. გვიწევს უამრავ რეგულაციაზე დათანხმება, რაც, გარკვეულწილად, ხელს უშლის საწვრთნელო პროცესს. თუმცა ეს არის საყოველთაო პრობლემა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა.

რეგულაციები ყველგანაა, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, იგივე მესამე "ბუსტერდოზით", რომელსაც მიმიმუმადე დაჰყავს სიკვდილიანობა და პანდემიის გავრცელება, ვფიქრობ, სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება პანდემიის დამარცხება. სხვანაირად ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, დიდი თუ პატარა შეიწირა ამ ვირუსმა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პანდემია ასეთი მაღალი სიკვდილიანობის საბაბი არ იყოს. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციაში",- ამბობს გიორგი ასანიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული