ქართველი ძალოსნების დღე - ოლიმპიადის მედალოსანი პლესნოი პირველი იყო, თუმცა ტრავმამ შეაწუხა

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე -96 კგ წონითი კატეგორიის B ჯგუფში შეჯიბრება დასრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა, 2020 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა ანტონ პლესნოიმ ატაცში 170 კილოგრამის დაძლევით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი ძალოსანმა პირველ მისვლაზე 190 კგ დაძლია, თუმცა ძველმა ტრავმამ თავი იჩინა, რის გამოც, მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო გუნდის გადაწყვეტილებით, სპორტსმენმა დანარჩენ მისვლებზე უარი განაცხადა.

პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 360 კილოგრამი დააგროვა, მე-6 ადგილზე გავიდა და გუნდს მნიშვნელოვანი ჩათვლითი ქულები მოუტანა.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი (-96) C ჯგუფში
გამოვიდა, სადაც ატაცში 154/158 კგ დაძლია და ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ძალოსანი აკვრაში 183/188 ძლევით მე-5 ადგილზეა, ხოლო ორჭიდის ჯამში 346 კილოგრამით მე-2 პოზიციაზე.

შეგახსენებთ, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს - ზაზა ლომინაძე, ირაკლი ჩხეიძე (ორივე -102 კგ), ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე (+109 კგ).

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ჩვენს ძალოსნებს!!!
tngh
13:41 14-12-2021
0
პლესნოი - მაგარი კაცი!
შაკო
19:59 14-12-2021
0

სიახლეები პოპულარული