ტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უკანასკნელი მონაწილე - 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109) ჩაერთო და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენობა მეხუთედ მოიპოვა!

ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.

ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე
დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!

როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.

ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

altსანამ ტალახაძე გამოსულა - ქართველი ძალოსნების დღე


მკითხველის კომენტარები / 33 /
ამ კაცის შესაძლებლობებს ლიმიტი არა აქვს. საქართველოს 21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი!
შაკო
17 დეკემბერი 2021 15:57
0
…გეთანხმებით!!! ალბათ მსოფლიოს 21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენია!!!
დათო
17 დეკემბერი 2021 16:08
0
საქართველოს სიამაყე ხარ ლაშა!!!...იხარე და იდღეგრძელე!!!...
კობა
17 დეკემბერი 2021 16:11
0
სულ გამარჯვებებით გევლოს ჩვენო საამაყო, კეთილო ფალავანო!!!!!!
თემიდა
17 დეკემბერი 2021 17:10
0
ტიპებს სურვილს უკარგავს უკვე ტურნირზე მონაწილეობისას
geo-geo
17 დეკემბერი 2021 16:32
0
წარმატებები ლაშას...
tngh
17 დეკემბერი 2021 16:19
0
ლაშა - ეს არის საქართველოს სიამაყე, ლაშა - ეს არის ქართული გენის დიდება, ლაშა - ეს არის საუკუნეების მანძილზე მებრძოლი საქართველოს განსახიერება, ლაშა - კიდევ ბევრი რამე არის! სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ჩვენი დევგმირის შემყურე - უფალმა მისცეს ყველაფერი საუკეთესო, დღეგრძელობა და სიხარული რომელსაც ის ჩვენ უხვად გვანიჭებს!
fani
17 დეკემბერი 2021 21:58
0
გასულ საუკუნეში ვასილი ალექსეევი იყო მიჩნეული,რეკორდების მანქანად.მას 80 მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული და როცა მისი რეკორდების რაოდენობით დავინტერესდი და მისი ბიოგრაფია წავიკითხე,მისმა ისტორიამ გამაოგნა.აღმოჩნდა,რომ მას მწვრთნელი არ ჰყავდა და წონებსაც კი,თვითონ უკვეთავდა,ვარჯიშის მეთოდებიც საკუთარი ჰქონდა და ერთადერთი შემთხვევა,როცა ნაკრების მწვრთნელებს დაუჯერა,მისთვის სპორტში საბედისწერო გამოდგა.უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს,მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე,მისცეს რაღაც "გამამხნევებელი ელექსირი",რომლის მიღების შემდეგ,სპორტსმენმა მოძრაობის კოორდინაცია დაკარგა,სიმძიმესაც ვეღარ გრძნობდა და საწყისი წონა ვერ დაძლია.ამ წონაში მეორე საბჭოთა სპორტსმენიც გამოდიოდა,რომელსაც ნაკრების მწვრთნელები ავარჯიშებდნენ და მისი გამარჯვება სურდათ.თვითნასწავლი ალექსეევიც ამიტომ გაწირეს.მაშინ ძალოსნობაში სამი მოძრაობის შედეგი იკრიბებოდა და სამჭიდში მსოფლიოს რეკორდი,600-დან,645 კილოგრამამდე გაზარდა,მერე კი,მისი მოღვაწეობის პერიოდშივე,სამჭიდი,ორჭიდით შეიცვალა.გამწარებულმა ალექსეევმა აქტიურ სპორტს თავი დაანება,მაგრამ მთელი 9 წელი,სამუშაო არ აღირსეს.მინდოდა მისი რეკორდების რაოდენობა შემედარებინა ლაშას რეკორდებისათვის,მაგრამ ამ საშინელ ისტორიას გადავაწყდი და ეს საოცარი სპორტსმენი ვერ გავიმეტე,რომ მისი ამბავი თქვენთვისაც არ მომეყოლა.მართლაც საშინელი ისტორიები ხდებოდა საბჭოთა კავშირში,რომელსაც ახლაღა,ასე შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ გავიგებთ.ლაშა ტალახაძეს ჩემპიონობას,ყველა ველოდით და გვჯეროდა,მაგრამ ყოველ მოძრაობაში მსოფლიოს რეკორდის 2-2 კილოგრამით გაუმჯობსება,უკვე ლაშას სტანდარტებსაც კი სცილდება და საოცრებათა კატეგორიაში გადადის.უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში მიწევს ცხოვრება და მის გამოსვლებს პირდაპირ რეპორტაჟებში ვუყურებ.ბედნიერი ვარ იმითაც,რომ მას საბჭოთა კავშირის სახელით არ უწევს გამოსვლა,თორემ სადაც რუსს,მათსავე სისხლსა და ხორცს,ასეთი რამე გაუკეთეს,რას უზავდნენ ლაშას,ადვილი წარმოსადგენია.
სოსო
17 დეკემბერი 2021 19:25
1
საინტერესო ამბავი გაგვიზიარეთ, მადლობა! ლაშას და მისი გუნდს- წარმატებები!
მასტერს
17 დეკემბერი 2021 20:16
0
გმადლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის!
ILIA
17 დეკემბერი 2021 20:08
0
ყველა გამოხმაურება
ტიპი აბულინგებს დანარჩენ მოწინააღმდეგეებს ისეთ დღეში ყავს:D
ლაშა ბერძენიშვილი
17 დეკემბერი 2021 17:56
1
მოვიდა ხუთასიიიი ცოტაცდა.მიდი ქართველო.
Zaza
17 დეკემბერი 2021 17:09
1
უკვე ლეგენდაა
R.M.
17 დეკემბერი 2021 17:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული