ტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უკანასკნელი მონაწილე - 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109) ჩაერთო და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენობა მეხუთედ მოიპოვა!

ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.

ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე
დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!

როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.

ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

altსანამ ტალახაძე გამოსულა - ქართველი ძალოსნების დღე


მკითხველის კომენტარები / 33 /
მადლობა, მადლობა... მადლობა!!! უზარმაზარი სიხარულისათვის...
tngh
18 დეკემბერი 2021 17:00
0
ფანტასტიკაა ყოველგვარი გადამეტების გარეშე!სულ სხვა განცდაა ყველაფერი ამისთვის დარბაზიდან თვალყურის მიდევნება! ნახევარი დარბაზი ქართველები ვიყავით და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს! პირადად ელჩს ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილს,რომელიც მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიაში(ჩემდა გასაკვირად ქართულმა ტელევიზიამ ეს არ აჩვენა),ხოლო საქართველოს ჰიმნი დარბაზიდან დასჭექეს ,,ალილოს” ბიჭებმა!(სხვა ქვეყნებს ესეთი პატივი არ ღირსებიათ).მოკლედ ლაშა არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე! არ შეიძლება დიდი მადლობა არ უთხრათ ჩვენს ლეგენდებს:ბატონებს:გიორგი ასანიძეს და კახი კახიაშვილს! ბრავო ყველას ვისაც თუნდაც მიზერული წვლილი შეაქვს ჩვენი კეთილი დევის წარმატებაში!!!
BOSS
18 დეკემბერი 2021 15:00
0
კაცი არის შეუდარებელი სპორტსმენი. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, რეკოდსმენი ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში! და მხოლოდ 30 ადამიანმა გადაწყვიტა მილოცვა??!! რა არის ეს, რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს?
aburjga
18 დეკემბერი 2021 13:54
0
სასწაული კაცია ლაშა!
გიორგი
17 დეკემბერი 2021 22:01
0
ლაშა - ეს არის საქართველოს სიამაყე, ლაშა - ეს არის ქართული გენის დიდება, ლაშა - ეს არის საუკუნეების მანძილზე მებრძოლი საქართველოს განსახიერება, ლაშა - კიდევ ბევრი რამე არის! სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ჩვენი დევგმირის შემყურე - უფალმა მისცეს ყველაფერი საუკეთესო, დღეგრძელობა და სიხარული რომელსაც ის ჩვენ უხვად გვანიჭებს!
fani
17 დეკემბერი 2021 21:58
0
ძალიან მინდოდა ლაშას დაემხო ტარანენკოს მიერ 1988 წელს, 33 წლის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდი 266 კგ და ამ დღესაც მოვესწარი, აწი მშვიდად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაამხობ აწ უკვე შენივე რეკორდებს.
უღრმესი მადლობა ერის სიამაყევ, კეთილშობილო ადამიანო, კეთილო დევო, დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად.
მადლობა ყველაფრისთვის!!!❤️❤️❤️
შალვა 73
17 დეკემბერი 2021 20:36
0
უსასრულო მადლობა !!!
გ.ხ.
17 დეკემბერი 2021 19:50
0
ძალიან მინდოდა ლაშას დაემხო ტარანენკოს მიერ 1988 წელს, 33 წლის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდი 266 კგ და ამ დღესაც მოვესწარი, აწი მშვიდად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაამხობ აწ უკვე შენივე რეკორდებს.
უღრმესი მადლობა ერის სიამაყევ, კეთილშობილო ადამიანო, კეთილო დევო, დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად.
მადლობა ყველაფრისთვის!!!
მადლობა უფალს რომ ქართველი ხარ!!!
შალვა 73
17 დეკემბერი 2021 19:50
0
გასულ საუკუნეში ვასილი ალექსეევი იყო მიჩნეული,რეკორდების მანქანად.მას 80 მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული და როცა მისი რეკორდების რაოდენობით დავინტერესდი და მისი ბიოგრაფია წავიკითხე,მისმა ისტორიამ გამაოგნა.აღმოჩნდა,რომ მას მწვრთნელი არ ჰყავდა და წონებსაც კი,თვითონ უკვეთავდა,ვარჯიშის მეთოდებიც საკუთარი ჰქონდა და ერთადერთი შემთხვევა,როცა ნაკრების მწვრთნელებს დაუჯერა,მისთვის სპორტში საბედისწერო გამოდგა.უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს,მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე,მისცეს რაღაც "გამამხნევებელი ელექსირი",რომლის მიღების შემდეგ,სპორტსმენმა მოძრაობის კოორდინაცია დაკარგა,სიმძიმესაც ვეღარ გრძნობდა და საწყისი წონა ვერ დაძლია.ამ წონაში მეორე საბჭოთა სპორტსმენიც გამოდიოდა,რომელსაც ნაკრების მწვრთნელები ავარჯიშებდნენ და მისი გამარჯვება სურდათ.თვითნასწავლი ალექსეევიც ამიტომ გაწირეს.მაშინ ძალოსნობაში სამი მოძრაობის შედეგი იკრიბებოდა და სამჭიდში მსოფლიოს რეკორდი,600-დან,645 კილოგრამამდე გაზარდა,მერე კი,მისი მოღვაწეობის პერიოდშივე,სამჭიდი,ორჭიდით შეიცვალა.გამწარებულმა ალექსეევმა აქტიურ სპორტს თავი დაანება,მაგრამ მთელი 9 წელი,სამუშაო არ აღირსეს.მინდოდა მისი რეკორდების რაოდენობა შემედარებინა ლაშას რეკორდებისათვის,მაგრამ ამ საშინელ ისტორიას გადავაწყდი და ეს საოცარი სპორტსმენი ვერ გავიმეტე,რომ მისი ამბავი თქვენთვისაც არ მომეყოლა.მართლაც საშინელი ისტორიები ხდებოდა საბჭოთა კავშირში,რომელსაც ახლაღა,ასე შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ გავიგებთ.ლაშა ტალახაძეს ჩემპიონობას,ყველა ველოდით და გვჯეროდა,მაგრამ ყოველ მოძრაობაში მსოფლიოს რეკორდის 2-2 კილოგრამით გაუმჯობსება,უკვე ლაშას სტანდარტებსაც კი სცილდება და საოცრებათა კატეგორიაში გადადის.უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში მიწევს ცხოვრება და მის გამოსვლებს პირდაპირ რეპორტაჟებში ვუყურებ.ბედნიერი ვარ იმითაც,რომ მას საბჭოთა კავშირის სახელით არ უწევს გამოსვლა,თორემ სადაც რუსს,მათსავე სისხლსა და ხორცს,ასეთი რამე გაუკეთეს,რას უზავდნენ ლაშას,ადვილი წარმოსადგენია.
სოსო
17 დეკემბერი 2021 19:25
1
საინტერესო ამბავი გაგვიზიარეთ, მადლობა! ლაშას და მისი გუნდს- წარმატებები!
მასტერს
17 დეკემბერი 2021 20:16
0
გმადლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის!
ILIA
17 დეკემბერი 2021 20:08
0
ყველა გამოხმაურება
რა თქმა უნდა ყველანი დარწმუნებულები ვიყავით რომ დღეს მეხუთე ოქროსაც წამოიღენდა მაგრამ დღეს მოხდა კიდევ ერთი მაგარი ამბავი რომელიც ჩვენ "მაგარ" კომენტატორებს გამორჩათ--მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდი აკვრაში დღემდე ეკუთვნოდა ბელორუს შტანგისტს ტარანენკოს--266 კილო აწია 35 (!) წლის წინ არაოფიციალური იმიტომ იყო რომ წონები შეცვალეს პლიუს ამბობენ რომ მაშინ ტარანენკო დოპინგით იყოო გაჭყეპოლიო ! ნუუ ასეა თუ ისე ის "რეკორდიც" დამხო ლაშამ და არაკეთილმოსურნეების ბლუყუნს ბოლო მოუღო ! ეს რეკორდი იგივეა ბობ ბიმონის რეკორდი რომ მოხსნენ ის რეკორდიც 30 წელზე მეტი იყო დაუმხობელი !
zura222
17 დეკემბერი 2021 19:24
0
33 წლის წინ, 1988 წელს.
შალვა 73
17 დეკემბერი 2021 20:36
1
ზურა, მადლობა!
მეც ვაპირებდი ამის დაწერას და დამასწარით. ))
ILIA
17 დეკემბერი 2021 20:09
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული