16:48 17-12-2021
ტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]
AutoSharing Option
ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.
ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.
ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!
როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.
ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.
მკითხველის კომენტარები / 33 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მადლობა, მადლობა... მადლობა!!! უზარმაზარი სიხარულისათვის...
4
0
ფანტასტიკაა ყოველგვარი გადამეტების გარეშე!სულ სხვა განცდაა ყველაფერი ამისთვის დარბაზიდან თვალყურის მიდევნება! ნახევარი დარბაზი ქართველები ვიყავით და ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს! პირადად ელჩს ბ-ნ ზურაბ აბდუშელიშვილს,რომელიც მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიაში(ჩემდა გასაკვირად ქართულმა ტელევიზიამ ეს არ აჩვენა),ხოლო საქართველოს ჰიმნი დარბაზიდან დასჭექეს ,,ალილოს” ბიჭებმა!(სხვა ქვეყნებს ესეთი პატივი არ ღირსებიათ).მოკლედ ლაშა არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე! არ შეიძლება დიდი მადლობა არ უთხრათ ჩვენს ლეგენდებს:ბატონებს:გიორგი ასანიძეს და კახი კახიაშვილს! ბრავო ყველას ვისაც თუნდაც მიზერული წვლილი შეაქვს ჩვენი კეთილი დევის წარმატებაში!!!
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული