როცა ლაშას ეს ამბავი ვამცნეთ, გაიხარა, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მათთვის მეტს გააკეთებს და შეუძლებელსაც შეძლებს.
"მინდა, კიდევ ბევრჯერ ვიასპარეზო და ბევრი წარმატება მოვუტანო ჩემს ქვეყანას, გულშემატკივარი გავახარო. წინ, აპრილში ევროპის ჩემპიონატია. ჯერ ცოტას დავისვენებ და შემდეგ შევუდგები ვარჯიშს", - მეუბნება ლაშა და წინასწარ ვიცით, რომ იქაც უკონკურენტო და უძლეველი იქნება, თავისი ახალ-ახალი რეკორდებით.
წელს
მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით ის დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორი გახდა. წლის მიწურულს კი, ლაშა მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან, როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში, მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.
28 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მონაწილეობს +109 კგ წონით კატეგორიაში, არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აქედან ატაცის და ორჭიდის ჯამის რეკორდები მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.
სპეციალურად ambebi.ge-სთვის წლის ადამიანი ლაშა ტალახაძე გვესაუბრება.
ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, ამ სპორტისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ამაში მამის ფაქტორმა იმუშავა. მან მთხოვა, დამეწყო ვარჯიში. მისი პირველი მოსწავლე მე ვიყავი. 12 წლის ასაკში დავიწყე მასთან ვარჯიში. 3 წლის შემდეგ წამოვედი თბილისში და ავთო გახოკიძესთან გავაგრძელე. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება, ვიყო წარმატებული ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, ვასახელო ოჯახი და ჩემი ქვეყანა. მადლობა ღმერთს და ამ სპორტს ყველაფრისთვის.

- "მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი"
ყოველ ახალ წელს საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. ახლაც ასე იყო.
საჩხერის რაიონში დავიბადე. 15 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მერე თბილისში მომიწია ჩამოსვლა, ვვარჯიშობდი... სპორტი მიყვარდა ძალიან, ცელქი ბავშვი არ ვიყავი. მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, მასთან დავიწყე ვარჯიში. ისიც ძალოსანია და დღემდე ზრდის ბავშვებს. სკოლაში სწავლით მთლად საუკეთესო არ ვიყავი, ვინაიდან შეკრება-შეჯიბრებაზე მიწევდა ხშირად ყოფნა, სულ ვარჯიში და ვარჯიში...
საჩხერის რაიონში დავიბადე. 15 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მერე თბილისში მომიწია ჩამოსვლა, ვვარჯიშობდი... სპორტი მიყვარდა ძალიან, ცელქი ბავშვი არ ვიყავი. მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, მასთან დავიწყე ვარჯიში. ისიც ძალოსანია და დღემდე ზრდის ბავშვებს. სკოლაში სწავლით მთლად საუკეთესო არ ვიყავი, ვინაიდან შეკრება-შეჯიბრებაზე მიწევდა ხშირად ყოფნა, სულ ვარჯიში და ვარჯიში...
ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, ამ სპორტისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ამაში მამის ფაქტორმა იმუშავა. მან მთხოვა, დამეწყო ვარჯიში. მისი პირველი მოსწავლე მე ვიყავი. 12 წლის ასაკში დავიწყე მასთან ვარჯიში. 3 წლის შემდეგ წამოვედი თბილისში და ავთო გახოკიძესთან გავაგრძელე. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება, ვიყო წარმატებული ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, ვასახელო ოჯახი და ჩემი ქვეყანა. მადლობა ღმერთს და ამ სპორტს ყველაფრისთვის.
დღესდღეობით ვსწავლობ ფიზკულტურის უნივერსიტეტში. სახელმწიფომ წარმატებულ სპორტსმენებს ხელი შეგვიწყო, ვიყოთ განათლებულებიც. დღესდღეობით ვეუფლები მწვრთნელის სპეციალობას. ვეცდები, ჩემი გამოცდილება და ცოდნა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ჩავდო. მინდა, ბოლომდე სპორტში დავრჩე, მის გარეშე არ შემიძლია.
- "კეთილი ადამიანი ვარ"
როგორია ლაშა? - მოკლედ ვიტყვი, რომ კეთილი ადამიანი ვარ, მიყვარს სხვების დახმარება.
პირველი წარმატება 2010 წელს მოვიდა - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. მარცხიც მქონია, ისიც, ტრავმის გამო - 2012 წელს ისრაელში მესამე ადგილზე გავედი. მას მერე 5-ჯერ ვარ დიდებში მსოფლიოს ჩემპიონი, 5-ჯერ ევროპის ჩემპიონი, 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი, ახალგაზრდებში 2-ჯერ მაქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა, ასევე, ახალგაზრდებში მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონობაც. ახლა ვისვენებ... რამდენიმე დღეში დავიწყებ ვარჯიშს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც აპრილის თვეში ჩატარდება. ჯერ არ ვიცი, სად გაიმართება ჩემპიონატი. იმედი მაქვს, იქაც ვასახელებ ჩემს ხალხს და ქვეყანას.

ნახე-რა, თურმე ახალგაზრდობაშიც არ ახარებდა იმ საწყალს... ;)))