წლის მიწურულს Ambebi.ge-მ მკითხველთან ერთად წლის ადამიანი გამოავლინა. შეთავაზებული კანდიდატურებიდან ყველაზე მეტი ხმა მრავალგზის ჩემპიონმა და პლანეტის უძლიერესმა ადამიანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

როცა ლაშას ეს ამბავი ვამცნეთ, გაიხარა, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მათთვის მეტს გააკეთებს და შეუძლებელსაც შეძლებს.

"მინდა, კიდევ ბევრჯერ ვიასპარეზო და ბევრი წარმატება მოვუტანო ჩემს ქვეყანას, გულშემატკივარი გავახარო. წინ, აპრილში ევროპის ჩემპიონატია. ჯერ ცოტას დავისვენებ და შემდეგ შევუდგები ვარჯიშს", - მეუბნება ლაშა და წინასწარ ვიცით, რომ იქაც უკონკურენტო და უძლეველი იქნება, თავისი ახალ-ახალი რეკორდებით.

წელს მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით ის დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორი გახდა. წლის მიწურულს კი, ლაშა მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან, როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდში, მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

28 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მონაწილეობს +109 კგ წონით კატეგორიაში, არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აქედან ატაცის და ორჭიდის ჯამის რეკორდები მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

სპეციალურად ambebi.ge-სთვის წლის ადამიანი ლაშა ტალახაძე გვესაუბრება.

"მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი"

ყოველ ახალ წელს საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. ახლაც ასე იყო.

საჩხერის რაიონში დავიბადე. 15 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მერე თბილისში მომიწია ჩამოსვლა, ვვარჯიშობდი... სპორტი მიყვარდა ძალიან, ცელქი ბავშვი არ ვიყავი. მამა იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, მასთან დავიწყე ვარჯიში. ისიც ძალოსანია და დღემდე ზრდის ბავშვებს. სკოლაში სწავლით მთლად საუკეთესო არ ვიყავი, ვინაიდან შეკრება-შეჯიბრებაზე მიწევდა ხშირად ყოფნა, სულ ვარჯიში და ვარჯიში...

ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, ამ სპორტისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ამაში მამის ფაქტორმა იმუშავა. მან მთხოვა, დამეწყო ვარჯიში. მისი პირველი მოსწავლე მე ვიყავი. 12 წლის ასაკში დავიწყე მასთან ვარჯიში. 3 წლის შემდეგ წამოვედი თბილისში და ავთო გახოკიძესთან გავაგრძელე. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება, ვიყო წარმატებული ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, ვასახელო ოჯახი და ჩემი ქვეყანა. მადლობა ღმერთს და ამ სპორტს ყველაფრისთვის.

დღესდღეობით ვსწავლობ ფიზკულტურის უნივერსიტეტში. სახელმწიფომ წარმატებულ სპორტსმენებს ხელი შეგვიწყო, ვიყოთ განათლებულებიც. დღესდღეობით ვეუფლები მწვრთნელის სპეციალობას. ვეცდები, ჩემი გამოცდილება და ცოდნა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ჩავდო. მინდა, ბოლომდე სპორტში დავრჩე, მის გარეშე არ შემიძლია.

"კეთილი ადამიანი ვარ"

ჩემი მეუღლე - ანა დემურია, 2016 წელს გავიცანი ბათუმში. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. ორი მშვენიერი ქალიშვილი გვყავს - მარიამი და ელენე. ანა ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება, მხარში მიდგას და, პარალელურად, ბავშვებს ზრდის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ...

როგორია ლაშა? - მოკლედ ვიტყვი, რომ კეთილი ადამიანი ვარ, მიყვარს სხვების დახმარება.

პირველი წარმატება 2010 წელს მოვიდა - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. მარცხიც მქონია, ისიც, ტრავმის გამო - 2012 წელს ისრაელში მესამე ადგილზე გავედი. მას მერე 5-ჯერ ვარ დიდებში მსოფლიოს ჩემპიონი, 5-ჯერ ევროპის ჩემპიონი, 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი, ახალგაზრდებში 2-ჯერ მაქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა, ასევე, ახალგაზრდებში მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონობაც. ახლა ვისვენებ... რამდენიმე დღეში დავიწყებ ვარჯიშს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც აპრილის თვეში ჩატარდება. ჯერ არ ვიცი, სად გაიმართება ჩემპიონატი. იმედი მაქვს, იქაც ვასახელებ ჩემს ხალხს და ქვეყანას.

განაგრძეთ კითხვა

გიორგი
ლაშა, დიდი მოვლენა ხარ არა მარტო სპორტში არამედ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მადლობთ!
გლახუნა
გაიხარე , იდღეგრძელე, და ერის გაახარე,სიამაყე ხარ -ერმა სიცოცხლეშივე ძეგლი უნდა დაგიდგას - შტანგით ხელში...
სოსო
ლაშა, შეუძლებელს ახლა აკეთებს.აი მისთვისაც შეუძლებელში რა იგულისხმება,ეგ უკვე აღარ ვიცი.ფანტაზია აღარ მკმარა.
აჩი
სურათზე, მარცხნივ ხომ მინასიანია, არა??? ნახე-რა, თურმე ახალგაზრდობაშიც არ ახარებდა იმ საწყალს... ;)))
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!
[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..