ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო

[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-3 ტაქტიკა აირჩია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტრანსფორმირდებოდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, მაგრამ მეტოქის მაღალი პრესინგის გამო შეტევების ორგანიზება უჭირდათ. ნახევარდაცვაში არ გვყავდა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, ამიტომ კვარაცხელიასაც მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა. ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახაობრივი. ერთადერთი მომენტი 38-ე წუთზე შევქმენით, როდესაც კუთხურიდან ხვიჩას ჩაწოდებული თავით კვერნაძემ დაარტყა, ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ჰიუმმა გამოიტანა და უსახური პირველი ტაიმი დასრულდა.

ცხადი გახლდათ, სანიოლის სტრატეგიამ ვერ გაამართლა, ცვლილებები გახლდათ აუცილებელი და შესვენების შემდეგ მოედანზე ხარებაშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე შეუშვა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა დვალმა გადაგვარჩინა. ჩაკვეტაძის გარღვევის შედეგად მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ჩარლზმა მოიგერია ბურთი. „ჯვაროსნებმა“ თამაში გაამწვავეს, მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ დაარტყა, „კვარას“ ჩაწოდებისას საჯარიმოში ბალარდმა ლოჩოშვილი წააქცია და კვარაცხელიას პენალტი მეკარემ მოიგერია. მერე პირისპირ გასულ მოწინააღმდეგეს მამარდაშვილმა არ გაატანინა, მექვაბიშვილის და კვერნაძის ნაცვლად შეცვლაზე კიტეიშვილი და დავითაშვილი შევიდნენ, კიტეიშვილის დარტყმული დარტყმული მეკარემ მოიგერია. შ. ჩარლზმა კონტრიერიშისას ოდნავ ააცილა მიზანს, ზედ საფინალო სასტვენის წინ მან გაგვიტანა და წავაგეთ.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს უნგრეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. ირლანდია 0:1

გოლი: ჩარლზი (90+9)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი (ტაბიძე 85), გოგლიჩიძე (ბერიაშვილი 86), ხარებაშვილი (ჩაკვეტაძე 46), მექვაბიშვილი (კიტეიშვილი 77), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე (დავითაშვილი 77), მიქაუტაძე

• მზია

ბებო გენაცვალოთ, ეგრე ხომ მეც ვაგორავებდი წინ და უკან ბუთს, სირბილი რაღათ გეზარებათ შვილებო, თქვენც მუხლები ხომ არ გტკივათ ჩემსავით. მაინც მიყვარხართ და იმედით დაგელოდებით შემდეგ თამაშებში.

• jordan78-s

ნეტა მარტო პენალტზე იყოს საქმე

• goga_g

სასაცილო არაფერია.. გაიტანდა თუ არ გაიტანდა, ფაქ

ამათ სისხლი აქვთ თუ შარდი ძარღვებში. ესეთი უჟილკო არაფერი მინახავს

• Jumber

ეეეეჰჰჰჰ, რა გვეშველება? არც არაფერი. კაცს ბურთი ვერ გაგაქვს და მწვრთნელი არის დამნაშავე. ევროპის ჩემპიონატზე რომ შემთხვევით მიოხვდით,მაშინ რატომ არ აკრიტიკებდით მწვრთნელს? კი მაგრამ, რა მაინტერესებს იცით? ხან,მწვრთნელი, ხან მსაჯი, ხან ამინდი, ხან კიდევ სტადიონი ან საერთოდ ხანდახან კიდევ განწყობა. მე თქვენ შემოგევლეთ, ჩვენი ბრალი რით აღარ დადგა? თფუუუ... თქვენი.

• ხედავთ ეხლა სხვაობას ???????????????//

რატომ არის ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში ???? რა თქვა ბოლო ინტერვიუში. წინა წარმატებული თამაშისთვის ყველას მადლობა, მაგრამ ხელშეუხებელი არავინ არისოოო. ვინც იმ მომენტში ფორმაშია და ვინც ჟილკით თამაშობს მხოლოდ ის ითამაშებსოოო. ხედავთ სხვაობას ეხლა მაინც ?? აქ ჯერ ფედერაცია და შემდეგ მწვრთნელი უნდა გაიარო და მერე.............

• მარგალი

სანიოლი დილეტანტი და თავდაჯერებული ტიპია ფეხბურთის ამბავში-მწვრთნელობა მას კობიაშვილმა, იაშვილმა და კალაძემ დააბრალეს! საკითხავია რატომ? კვარაცხელიას ფორმაში ჩადგომა უგვიანდება! სასაცილოა ამ ფორმაციის ნაკრებს ნიჭიერს რომ უწოდებენ! სასწრაფოდ გველესიანი დააბრუნეთ, იქნებ ჰეგელის და კანტის დახმარებით აუხსნას უნიჭიერესებს როგორია ფეხბურთი დღეს!!!

• jordan78

რა მაინტერესებს იცით? მეცინება ეხლა))))))ხვიჩას რომ პენალტი გაეტანა, სანიოლის ბრალი იქნებოდა თუ არა? უბრალოდ მაინტერესებს რა პასუხს გამცემთ ამაზე? და თუ გაიტანდა რატომ იქნებოდა სანიოლის ბრალი და რომ არ გაიტანა რატომ არის მაინც სანიოლის ბრალი? ან ხოზე და ან არაზე ვერ გაქვთ გამართლება, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პასუხი.

• გულშემატკივარი

11 მეტრიანის გაფუჭებაზე არ არის საქმე, კვარაზე ბევრად უკეთესებსაც გაუფუჭებიათ ის. უბრალოდ მის უნიათო, უჯიგრო თამაშზეა ლაპარაკი. არც კი იცის კაპიტნობა რა არის. ჩ. ირლანდიის საშუალოზე დაბალ გუნდთან რომ ეგრე ითამაშებ, სხვასთან რა უნდა გააკეთო. მერე უკვირთ ენრიკე რატომ ცვლისო ადრე.

• Dato

კობიაშვილი,იაშვილი,მუჯირი,ხიზანიშვილი,დვალიშვილი, დაგვცინიან დიდი ხანია დს დგეს საერთოდ გაგვეღადავნენ. ეგოიანი საერთოდ არ ათამაშეს, სხვა რამეზე აღარაფერს დავწერ

• ესეააააააააა

ეგ იმის ბრალია, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა დინამოს და ნაკრებს რომ აზის ფულის საკეთებლად. შემადგენლობაზეც აისახა და სულ ესე იქნება. მოკლედ, ქვეყანაში რა ბარდაგიცაა ისეა ყველგან

• გიო

ფეხბურთელებს ტყუილა ლანძღავთ, რაც დაავალეს ის ითამაშეს ბიჭებმა, სანიოლია თავი და თავი ყველაფრის მშიშარა მწვრთნელია და უვიცი.

• გვარდიოლა მოიყვანეთ და მსოფლიოს თასს მოვიგებთ

უგულშემატკივრეთ ნაკრებს ან საერთოდ ნუ უყურებთ ფეხბურთს,არ დაიღალეთ ფეხბურთელების და მწვრთნელის კრიტიკით?რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ,თქვენ გინდათ რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს საქართველომ?

• გიო

კვერნაძე ძირითადში ვინ დააყენებინა ამ უვიცს ?????

• დათო

რა უნდა თქვა კაცმა ამათზე ისეთი რომ 5000ლარიანი ჯარიმა არ აიკიდო,ბიჭო თავმოყვარეობა და ქვეყნის მაისური რო გკიდიათ გასაგებია მარა იმ ბავშვებმა რა დაგიშავეს ღამე რომ არ ეძინათ რომ სტადიონზე ცოცხლად ენახეთ,ცოტა გონზე მოდით და იმედია ის მაინც ისწავლეთ რომ დიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია,ეხლა კი ფედერაციის გასაგონად ამათ ყურებას და გულშემატკივრობაში ახდევინებთ მართლა ნაღდ გულშემატკივრებს ას ლარს როცა ერთი თეთრის საღირალს არ აკეთებენ მოედანზე? სირცხვილია სირცხვილი თქვენი საქციელი

როცა დავწერე კვარაცხელიას არ შეუძლია ნაკრებში მნიშვნელოვანი,გადამწყვეტი თამაშებში გოლის გატანათქო დისლაიქები დამაყარეთ,ახლა რაღას იტყვით??საერთოდ არ არ არის ეფექტური მისი თამაში ნაკრებში!

• ამატაკი

ეგრევე უნდა ვთქვა, არასოდეს ხვიჩაზე კრიტიკა არ გამომითქვამს. ალბათ იმიტომ რომ ფეხბურთში ქართველ გენიად მიმაჩნია(ასეთები განა რამდენი გვყოლია), მაგრამ სიმართლე ერთია და ის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი, რაც კი კვარას ნაკრებში უთამაშია. ხომ იყო ამაზე ბევრად სამარცხვინო წაგებები, მაგრამ დღეს ის კაპიტნის რანგში იყო, ბევრად მეტი მოეთხოვებოდა, მიუხედავად სანიოლის, სხვათაშორის სრულიად მოსალოდნელი ხალტურისა (სხვებთან მატჩის ტაქტიკა და სტრატეგია ჰქვია ალბათ).რაც არ უნდა ეთქვა ტრენერადწოდებულს, ეს არ იყო პსჟ ან ნაპოლი, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთში უკიდურეს მარცხენა ფლანგზე დაბანაკდე, იმის იმედად რომ სხვა ფლანგს მეტი სივრცე მიეცემა და გამოიყენებს. პენალტი ვის არ გაუფუჭებია, გულშემატკივარი მიხვდება რაზეც მაქვს საუბარი. კაკაბაძე არ ვიცი საერთოდ თუ იყო ძირითადის კაცი, არათუ მისგან რაიმე აქტივობები ფლანგზე, ხიფათი უფრო მოდიოდა საკუთარი ნახევრისკენ. კვერნაძესთვის კი აშკარად არაა მარჯვენა ფლანგი. ბიჭმა ძლივს იპოვა მისთვის შესაფერისი ადგილი კლუბში და თუ აყენებ ძირითადში, მისი პოზიცია მაინც ანდე! სხვა ამბავია, რომ თავოდანვე ნორმალური ტაქტიკით და შესაბამისი შემადგენლობით ძალიან მარტივად გაკეთდებოდა შედეგი ამ მოწინააღმდეგესთან. მაგრამ ისედაც ყველაფერი და ყველასთვის ცხადია, არ ღირს ამ მატჩის დეტალური განხილვა და ამაზე ნერვების კიდევ უფრო დაზიანება. სიმტკიცეს და გამძლეობას გისურვებთ ძმებო!

• შარლ დე გოლი

სფფ-ს,დაგვიბრუნეთ ვილი, საფრანგეთის ნაკრები უნდა ჩავაბაროთ, ქართველები ვერ აფასებთ უდიდეს ტაქტიკოსს და გენიალურ მუსიე სანიოლს, ანზორი გამოაყოლეთ

• 100%

ტაქტიკოსი? )))) ფაშიზმი, რომ ფაშიზმია ეგ ჯობია ანარქიასო, ამბობენ. ტაქტიკოსი არა კიდე ....

• sos

" არა შეჯდა მწერი ხესა",ქართველს როგორც კი შეაქებ ეგრევე უკან-უკან მიდის განვითარების მაგივრად!!!

ნეტა ქომაგი ბავშვების მაინც თუ არ სცხვენით ზოგიერთებს?!!

• ივერიელი

კომენტატორებმა და აქაც სანიოლს შეაწმინდეს ხელი, არიქა შემადგენლობაო... კი არ დარბონენ დადიოდნენ, დაიზლაზნებოდნენ რა შუაშია შემადგენლობა??? მეორე ტაიმი იყო და შეტევაში ამოსვლა უჭირდა გუნდს, ოთხი კაცით მეტოქის საჯარიმოში რისი გამკეთებლები იყვნენ? მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგზე ბურთი რომ მიიღო სანამ ავიდნენ ხუთი კაცი აჯდა უკვე, კუთხურიდან ხომ სულ ერთნარად აწოდეს ერთხელ გაათამაშეს, ხედავ აგებ მაღალ ბურთს, არა მაინც იგივეს აკეთებ და რაც მთავარია პენალტი.. ვინ მიანდო ან რატომ ითავა თვითონ დარტყმა. არ იცის ამ პენლების დარტყმა და რამდენი უნდაცა აცილოს, რომ აღარ გააკარონ? მიქაუტაძე გუნდშიც ურტყამდა და ათი თავით ჯობია. შემრცხვებოდა ამათ ადგილად, მაგრამ ამათ ხომ ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, ეხლა ამ ჭირიან უკრაინასთანაც დაწვებიან, იქაც სანიოლს დააბრალებენ და დაიწყებენ ახალი ეტაპისათვის მზადებას, ყველა გადასაყრელი ხართ: ფედერაცია, მწვრთნელიც და ნახევარი ნაკრებიც, არ გესმით რამხელა პასუხისმგებლობა გაქვთ, ბავშვების მაინც არ შეგრცხვათ რომ დალასლადებდით???

• გიორგი

კი სანიოლი სუსტი მწვრთნელია მაგრამ წაგების ზუსტ მიზეზე რატომ არავინ საუბრობთ ეხლა რომ ძლიერი მწვრთნელი გვყოლოდა უფრო მეტი ზეწოლა იქნებოდა ნაკრებზე კიდევ შეეშვით ხვიჩას მან თავის თავზე მიიღო დარტყმა როგორც ჭეშმარიტ კაპიტანს შეეფერება

• David

ეთამაშებინა ძირითადი შემადგენლობა. მოეპოვებინა უპირატესობა და მერე მიეცა დებიუტანტებისთვის გარკვეული დრო, ყველაფერი პირიქით მოხდა

• იგი იფ

მაგრად მომეწონა,როგორც უსტვენს ხოლმე სანიოლი... მემგონი მეტიც შეუძლია.... "ფეხბურთელებს"რაც შეეხებათ, უკრაინას დაუწვებიან სლავას ძახილით,უნგრეთთან გავნადგურდებით და ირლანდიასთან რავი იქაც მოვიფიქრებთ რამეს....

• მწვრთნელი არის შეასაცვლელი!

თხოვნა ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ამ საიტის, ხმა უნდა ამოიღოთ უფრო კატეგორიული და მომთხოვნი კითხვები უნდა მივიდეს ამ ხალხთან ვისაც პასუხი მოეთხოვება, თორე ასე უაზროდ გადის დრო და იკარგება შანსი რომ რაღაცა უფრო მეტს მივაღწიოთ ვიდრე რომელიმე ფორუმზე გასვლაა თუმცა ესეც სანატრებელია ამათ ხელში, მარტო გულშემტკივრების გულისტკვილი არაა საკმარისი ამათ სწორ გზაზე დაყენების, არ დავიღალეთ ამდენი კარაქიანი პურების ჭამით?

ეს დურაკული დარტყმა საიდან მოიგონა პენალტის ამ კვარამ. დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს. ძაან რომ არ აგივარდა თავში რაღაცეები....

• გარტყმაში არაა

ტიპმა მოედნის ცენტრი გადაულოცა ვითომ შემტევითი ტრიო გამოიყვანა და 5 მცველს წინ ორი დაცვითი ფეხბურთელები დაუყენა. ფაქტიურად 7-0-3 ტაქტიკის მაგვარი რაღაც ათამაშა და ის 3 კაცი საერთოდ დაგვეკარგა პირველ ტაიმში. ვერცერთმა ბურთიც კი ვერ მიიღო ნორმალურად. თავდაჯერება შეემატათ მათ, ჩვენები კი შებოჭილები იყვნენ უკვე და მიქაუტაძემ კარგი მომენტიდან ვერ დაარტყა ნორმალურად, პენალტიც ალბათ მაგიტომ არ დაარტყმევინეს ალბათ, რა იყო ასეთი პენალტის დარტყმა, რაო მეკარე უკვე გადამხტარი იყო? ეს ყველაფერი ან მსგავსი ტაქტიკური სისულელეები ყოველთვის დამაზიანებელია ნაკრებისთვის და სანიოლს სულ კიდია ყველაფერი, გამოუვა ხომ კარგი, არა და მაინც არავინ არაფერ პასუხს არ სთხოვს ამ ყველაფერ სლეობაზე. კობი თვითონ უნდა გადადგეს ქვეყანა რომ გვქონდეს და პატივმოყვარეობა რომ ქონდეს, მარა არც ქვეყანა გვაქს და არც პატივმოყვარეობა მოეთხოვება ვინმეს. ახლა დაჭამეთ ერთმანეთი ვინაა ნაცი და ქოცი. ფეხბურთში კი ისევ ყველანაირად რაკში ვართ რაზეც პასუხისმგებელი არავინაა ქვეყანაში.

• მირო

აჰა ამას მე კი არა მთელი აზზე მოსული ქომაგი ვწერდით!!! მთელი პირველი ტაიმი გავანიავეთ ამ სულელი კაცის გამო შეგრძნების დონეზეც ვერ მოარტყა შემადგენლობა...უაზრო!!! თუ ბურთი უნდა დაგვეჭირა! ორი ჩამშლელით რვიქნის და ათიანის გარეშე ვინ და როგორ დაიჭერს ბურთს?!!!?!! ორი ექვსიანით?? გეგონება ძალით მოხდა ორ ცენტრალურ მცველს ვინმემ გამახსენეთ რო შეცვალა ბოლო ერთი სამი წლის ნანძილზე ბალეშიკებო და მოვკეტავ ამის დედაც ვატირე თუარა და მაშინ ძალით ძალით წავაგეთ??? აბა რა არის ეს?!! ან რა პრნალია ბოლო ბოლო..მიქაუტაძე რატო არ არტყავს ვინც იცის? რა ჯანდაბააა?? თქვით ვინმემ რამე!

• ალფა

გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც პირველივე დღიდან შედეგზე იქნება ორიენტირებული და არა დებილი, რომელიც ყოველ საკვალიფიკაციო ეტაპს მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად "იყენებს".

• ეგაა მიზეზი

მშენებლობები რომ დაიწყეს რაცხა ფული რომ იშოვეს აგერაა შედეგი

• Bs

კარგი მწვრთნელი ამ შემადგენლობას არ დააყენებდა. საშუალო მწვრთნელი პირველი ტაიმის 30 წუთის მერე სამ ცვლილებას განახორციელებდა,სანიოლი კი ამ ცვლილებებს თამაშის დამთავრებამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე აკეთებს. ფეხბურთელების მიერ თამაშის ნაცვლად სეირნობის შესახებ და მიმართების შესახებ არ დავწერ, საკმაოდ დაწერეს სხვებმა

პირველი ტაიმი მსუბუქად ვივარჯიშეთ და იქაც კი აშკარად ჩანდა,რომ ირლანდიელების მიერ ჩვენ ნახევარზე ბურთის გადმოტანის დროს,ჩვენი რომელიმე მცველი,თითქმის ყოველ ჯერზე,პოზიციას აგებდა და არეულობა ხდებოდა.იყო შემთხვევები,როცა ერთმანეთს ხელსაც უშლიდნენ და არც მეკარესთან კოორდინაცია ჰქონდათ,სათანადო დონეზე.მეორე ტაიმში,ეს შეუთამაშებელი დაცვაც გადასახალისებელი გაგვიხდა და სამი მცველი გაგვიხდა შესაცვლელი.გოლის წინა ეპიზოდში კი,დვალს დაეჭიმა კუნთი და ქოჩორას დახმარების შემდეგ,მსაჯმა ისიც მოედნიდან 1 წუთით გაუშვა.მე რამდენადაც ვიცი,დაშავებული ფეხბურთელი მოედანს მაშინ სტოვებს,სამედიცინო პერსონალის დახმარება თუ დასჭირდა.მე იქ ექიმი თითქოს არ დამინახია და თუ გამოსული იყო,არ ვიცი.ისედაც დაულაგებელი დაცვის 4 წევრი,მოედანს რომ დატოვებს,ასეთი გოლის გაშვება,შემთხვევა კი არა,კანონზომიერებაა.სამ დღეში მომდევნო თამაში გვაქვს და დაცვის გარეშე დარჩენილმა გუნდმა,რა უნდა გააკეთოს?ვნახეთ როგორც თამაშობენ და თუ აღდგენა მოასწრეს,მაშინაც ძალიან ცუდად გვექნება საქმე,მათ გარეშე კი,ალბათ უკვე მომდევნო ტურნირისათვის მზადების დაწყება სჯობია.ერთი ტაიმი ნაკრები რომ დადის და თამაშის ბოლოს,მის მცველებს,კუნთები ეკრუნჩხებათ,რა ფიზიკური მომზადების პატრონები ვართ,ეგეც მიგვანიშნებს.მაგიტომ იყო,პრესინგის იმიტაციასაც კი ვერ ვახერხებდით.ერთადერთი,ქოჩორაშვილი იყო,მოედანზე მეომარს რომ ჰგავდა და კიდევ,ლოჩოშვილს ეტყობოდა,რომ მზად არის.როცა გუნდი მზად არ არის,მართლაც ღვთის ნებაა საჭირო,რომ გაგამარჯვებინოს და 11 კაცი ტოპ ლიგაში,ტოპ ნაკრებს არ ნიშნავს.

• რეგვენებს

კვარას უკან დაეყენებინა წიტაიშვილი. თუ კვარას არ დაუყენებ უკან ვინმე ტეხნარს, სულ ესე ამოკეტავენ. ვინ უკარნახა ეს სასტავი ამ რეგვენ ვილის ??? ფედერაცია ვერ მოვიშორეთ, ვერაფერს იზავ

• ვოოტ

რამდენიც უნდა ვაკრიტიკოთ ვილი სანიოლი, ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრები სათადარიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 30-35 წუთის გუნდია, რომელთაგანაც არც ერთია არათუ 90 წუთის, არამედ სრული ტაიმის სრული დატვირთვით მოთამაშეც... ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როგორ რიგრიგობით იხოცებოდნენ ჩვენი ცენტრალური და განაპირა მცველები აშკარად საშუალოზე ნაკლები დატვირთვის ფონზე და ვინც არ შეცვალეს და ბოლომდე გაწირეს, ზუსტად იმ საბედისწერო აუტის წინ გარდაიცვალა... მაინც რატომ გვიხაროდა, რომ სასჯელად 6 წუთი დაგვიმატეს და მერე, ალბათ, დამამძიმებელ გარემოებების გამო 100 წუთი გვათამაშეს?!...

• 912

თამაში უბრალოდ გავყიდეთ, თუ დააკვირდებითკვარას პენალტის შესრულებას, ჟორჟის დარტყმას, ეს უბრალოდ გაყიდული თამაშია, ადრე ასეთი თამაში რაც მახსოვს საქართველო- ყაზახეთი იყო სადაც დემეტრაძემ "გამაზა" პენალი, მაშინ უბრალოდ ყაზახეთს ძალიან სუსტი გუნდი ყავდა და წაგება ძალიან სამარცხვინო იყო, ამიტომ პირველი ქულა ავაღებინეთ , შესარჩევ ჯგუფში....

• სოფლის მაშენებელი

ბინები აშენეთ ბიჭებო !!! ბათუმში რუსებს ვერ ვაკმაყოფილებთ,,, უბრალოდ არ ყოფნით))

• თბილისელი

და ერთიც ვაჟა მასწავლებელს- ხვალ უყურე თამაშს და მერე შეადარე ე.წ. ვარსკვლავები. ნერვები დაიოკეთ და ცოტა ობიექტურობა ხელს არ შეგიშლით.

• დავითი

SOS!!! ამ თამაშის მიხედვით ვიტყვი: ასეთი ცუდი ნაკრები ჯერ არ გვყოლია. ცუდში ვგულისხმობ: უსუსური, უმოტივაციო, უტაქტიკო, ზარმაცი და ინერტული. არ ვგულისხმობ სუსტს: იმიტომ რომ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც აქ ვერ თამაშობენ, იმიტომ რომ არ იციან როგორ ითამაშონ. იმიტომ არ იციან რომ მწვრთნელმა არ იცის არაფერი. ამიტომ დროზე თუ არ გაუშვეს სანიოლი, მალე ქუჩურ გუნდს დავემსგავსებით და დავეშვებით ფსკერზე!!!

• ვიღაც ვასიები

სპორტული ჟურნალისტების ბრალია, რომ ეს კაცი ამდენი ხანია ასე კომფორტულად ზის მწვრთნელის სკამზე. საკადრის პასუხს არც მას სთხოვთ და არც ფედერაციას. ყველა ერთმანეთის ვასვაში ხართ... იმას გული არ ეტკინოს, ამას არ ეწყინოს, იმან არ შემიგითვალოს და ამან არ დაგირეკოს. შედეგად, მიდის ეს სიაფანდი იაზვობა, ვითომ მწვავე კითხვები და ვითომ „როჟების დაკერვები“. სინამდვილეში კი, სიმართლის თქმა და ჯიგარი არავის ჰყოფნის. როცა რეალურ კითხვას უნდა დასვა და რეალური პასუხი მოითხოვო, მაშინ ყველა უკან იხევთ. სწორედ ამიტომაც ზის ეს კაცი ამდენი ხანი ასე კომფორტულად იმ სკამზე.

• არენა

რაც გულშემატკივარია, ის არის ნაკრები. ნამდვილი გულშემატკივარს, ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრების მწვრთნელად არ ეყოლებოდა.

• aburjga

მიქაუტაძემ რომ ბურთს ფეხი ააცილა, კვარაცხელიამ რომ პენალტის დარტყმა ვერ ისწავლა, ცენტრში ნახევარმცველები ბურთს 30 წამს ფეხში რომ ვერ იმაგრებენ, კაცს რომ ვერ ატყუებენ ეს სანიოლის ბრალია?! საცოდაობა იყო ირლანდიას რომ წაეგო. იმათ კარში ხომ პენალტი არ იყო საერთოდ, დიდი-დიდი თავისუფალი საჯარიმო დარტყმა ყოფილიყო! უმეტესობამ ვერ გაიგეთ რა შემადგენლობა გამოიყვანა თამაშის დასაწყისში, ყველა ვინც მაგარ ფეხბურთელად ითვლება და თავიანთ გუნდებში წარმატებულები არიან ისინი დააყენა! ვერ ითამაშეს ფეხბურთი, შეთამაშება აკლდათ! აკლდათ პლეიმეიკერი - გამთამაშებელი იმიტომ, რომ ასეთი არ გვყავს! რა თქმა უნდა მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღეს გუნდამა ფეხბურთი ვერ ითამაშა! მე რომ ვიყო სანიოლის ადგილზე დღესვე გადავდგებოდი. თუ წავა არ დარჩება ეს კაცი ულუკმაპუროდ!

• inviz 9

ჩვენი ბრალია გულშემატკივრების რომ ასე ფეხებზე გვიკიდებს ფედერაცია და ამ დაუნ და დებილ სანიოლს არ ხსნის. შარშან ვწერდი, რომ ეს ციკლიც თუ ცააგდო სანიოლმა მაშინ ფედერაციამაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობამაგრამ რად გინდა ჩვენი პასიურობის გამო გასდით და მაგიტომაც გვიკიდებენ იქნება ის მაინც მოვახერხოთ რომ ორშაბათს ტრიბუნებმა ერთხმად მოვითხოვოთ და ვიყვიროთ "ვილი გოუ ჰოუმ" ,

• ბაჩო

ამდენი უკანპასი კარგახანია არმინახავს შეიძლება საერთოდ არმაქვს ნანახი!.. ანდორა, სანმარინო არიზავს ამას თავმოყვარეობა სად გაქრა...

• C

მაინცდამაიმც მთელი ციკლი უნდა სამარცხვინოდ წავაგოთზ რომ გადაგეყენებონათ სანიოლი? ამ მარცხუთ კი არადა ამ შემადგენლობით, ასეთი "ტაქტიკით", ასეთი უგუნური გეგმით ხომ კვარასაც უფუჭებთ საქმეს და ყველას? ფეხბურთელი არ არია აუცილებელუ რომ იყოს ფილოსოფოსი, მარა რიცა მწვრთნელი, ფედერაცია, მრჩეველები ყველა მარტო ფეხბურთელია ოდნავ მაინც დაუჯერეთ ისეთ ადამიანებს ვინც მსჯელობს ლოგიკურად და ცუდი არ უნდა ქვეყნისთვის. სანიოლი ყველას გმირი იყო და დაგეტოვებინათ თქვე კაი ხალხო, გაგეშვათ დროზე, რამდენჯერ ვწერდი მეც და ყველა, მაონცდამაინც უნდა აგინოს ყველამ და ამ გუნდსაც ? ჩემი რჩევა მოცემულ ვითატებაში : ხვალვე გაუშვით, ჯერ კიდევ მოესწრება რაღაცა. ოღონდ კაშია და ხიზანიშვილი კი არ დანიშნოთ - მართლა კარგი უცხოელი სპეციალისტი სჭირდება ამ გუნდს, საუკეთესო წლებში რომ რაღაც გამოვიდეს!

• თბილისელი

არ მოგბეზრდათ ერთი და იგივეს წერა-სანიოლი უნდა გადადგეს....თვითონ ჩვენ რისი ღირსიც ვართ,ეგეთი ფეხბურთიც გვაქვს. არაუშავს, აი ეხლა ღარიბაშვილი ახალ წერილს დაწერს კამერაში და მთელი საქართველოს მოსახლეობა ერთდროულად ( რაც მთავარია) პირველად გავიგებთ სიმართლეს, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის ფულის საკეთებელი "კანტორა",დანარჩენი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰაკიმას იმედიღა დარჩა გამოთაყვანებულ ბრბოს.სანიოლი დიფსთეითის აგენტია ნაღდად))))

• ყვავ ყვარე !

ხომ ვამბობდი ბურთი მრგვალიათქო ! არ დამიჯერეთ ? ახლა ის მაიც დაიჯერეთ რომ მაყუთი ბრტყელია და კიბეში კარგად სრიალებს

• ქეცბაია

მოძრაობა გააკეთეთ რა ბლიად!!!. ვისი ბრალია? ნუ ვისი ბრალია?ვისი ბრალია?

• გიგას

ეგ სანიიი წავა მაგრამ მაინც არაფერი გვეშველება

• Gio

წადით თქვენი ….. …….! ოქროს ბურთი არა …!

• ანაგელი

სამწუხაროა, მაგრამ ესეთი თამაშით რასაც დღეს უყურეთ, ბოლო ადგილი ჯგუფში განაღდებული გვაქვს.

• tor

მომინდომა რა ოქროს ბურთი, ოქროს ტაშტი არ უნდა? ტპუ

• Ika

რა გიკვირთ ხალხო ქართველების ტრადიციული სენი გრძელდება 2024 წლის ევროპა და ვსო დამთავრდა ფეხბურთიც შევიდნენ ისტორიაში ეხლა მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვლენ ისეირნებენ სტადიონზე და წავლენ მერე ზოგს ოქროს ბურთი უნდა ზოგს ბარსელონა ზოგს კიდე რავიცი რა და ასე შემდეგ

• ტრიბუნა A

რა გემრიელად იმღერეს ბავშვებმა ჰიმნი❤️მერე კი როგორ გაჰკიოდნენ და ამხნევებდნენ გუნდს. სირცხვილი თითოეულ თქვენთაგანს ეს ბავშვები რომ გააწბილეთ!

• გიგა

მეგობრებო სამწუხაროდ სანამ ეს სანიიიი გვყავს ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებთ

• იკა

ვერასდროს ნაკრები პრესინგს ვერ თამაშობს. ესე წამოკოტრიალებული ვინ იგებს დღეს ??????? რაღაც ფული იშოვეს მათხოვრებმა და გაბლატავდნენ. ერთი კაცი არ უნდა მივიდეს არცერთ თამაშზე. რატომ ვუყურე გიჟს ვგევარ. მათხოვრებო. რა სასტავი დააყენა ამ ფრანგმა აფერისტმა. სანამ ეს ნაგავი მილიონერების ფედერაცია იქნება ამათი............

• Irakli

მადლოა კობის და ფედერაციას, რომ პირველივე თამაშში დაგვიკარგეთ ყველაფრის იმედი და აწი სანერვიულო არაფერი გვაქვს!

• ლევანი

!!-ს სად შევიყარეთ ძმაო და აქ, საქართველოში. შენ რა? მოგეწონა? წაგება არ არის ტრაგედია, სპორტში ან მოიგებ, ან წააგებ, სხვა რამეზე დაგვეთხარა ნერვები, გუნდი რომ ვერ შევქმენით, უკვე რამდენი წელია, ეს გუნდი არ იყო, დღეს დინამოზე არა, ამაზე ვგიჟდები, თორემ წაგების მეტი რა მინახია. გუნდი არ გყვავს არა

• აკა

სანიოლი-სანიოლად,არც მინდა მასზე საუბარი რამე არ წამომცდეს. მაგრამ როდესაც გუნდის ორი მთავარი ბომბარდირი სამ 100-%-იან მომენტს აფუჭებს მე მგონი გვარდიოლაც ვერ გვიშველის

• Emgranti

აუცაიდერ გუნდთან პრესინგს რომ არ ათამაშებ გუნდს და ფერხბურთელებს არ სთხოვ რომ ირბინონ შენი ავტორიტეტი იძირება ვილი.. ასე ვერცერთ თამაშს მოვიგებთ

• ვახო

ჭ კლასის ჩემპიონატი, 55 ქვეყნიდან ევროპაში რეიტინგით 53-ეზე ვართ. ჭ კლასის მწვრთნელი და ფედერაცია, ნაკრებში ინდივიდუალურად არიან კარგი ბიჭები, მაგრამ ვერ ვიყენებთ მათ რესურს სათანადოდ. კობიაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი ისტორიაში გაიოზ დარსაძესთან ერთად!

• დავითი

წიტას არ ათამაშებ, საზონოვი სკამზეც არ გიზის, ვერ იგებ და ზამენას 83 წუთამდე არ აკეთებ, შემოგყავს არაფრის მაქნისი ზურიკო, არაბას არასოდეს აძლევ შანსს, ბოლო ბოლო ასეთ დროს რომ გამოიყენო, ანჯარიმა დაარტყას ან კუთხური ჩააწოდოს, ან კარში გაუშვას. ათამაშებ ანზორას რომელიც საერატდ რატო გამოიძახე ვერავინ გაიგო

• gio

ტრიპერს იშორებს კაცი და ეს ფედერაცია და სანიოლი კი ვერ მოვიშორეთ

• მაიცა რა

ის პანაშვიდაც იქა ბრძანდებოდა თურმე ვეჟო..

• haha

და აქ იღვიძებს ქეცბას ფრაზა: ,,შემოდის ტიპი ტატუაჟები... აქამდე წვერი... მუჯაჰიდირი მეგონა''. მეტი სირბილი,ფიზიკა და მოძრაობაა საჭირო.ასე სეირნობით დღეს ფეხბურთს ვერ მოიგებ!!!

• კახა

ბოლო კაცამდე ნული შეფასება ნაკრებს, სანიოლს და უვარგისს ფედერაციაზე ხომ არაფერს ვამბობ.

• Berzena.

Madloba kohorahvils .da lohohvils.danarhenebi zaan sustad

• მდააა

ხომ ვამბობდი ჩააფლავებს ამ ერთა ლიგასაც თქო ..თან იმასაც ვამბობდი სანამ ეს მუსიე სანიოყლია ნაკრებში არ წავალ სტადიონზე თქო …ახლა იმდენად 100 ლარი არ მენანება რამდენადაც ის დრო და ნერვები რაც ამ თამაშებს უნდა შევალიო …და ბევრის გასაგონად კვარაზე აუგს როგორ ამბობთ იმ არარსებულ პენალტის გამო …არ გვეკუთვნოდა და მაგიტომაც არ გავიდა !!! მწვღრღნელთან არ გაქვთ კითხვები სოსტავთან 5 მცველთან და 2 ჩამშლელთან ( ერთმა მიპასუხა მექვაბას გარდა 6 ნომერს ვერ თამაშობს ვერავინო რათ უნდოდა 5 მცველი და ორი 6 ნომერი ჭ კლასის გუნდთან …?!)ჯერ გამიხარდა მექვაბიშვილი ამერიკაში რომ წავიდა დავისვენეთ მეთქი თან ამდენი ხნის უთამაშებელია თქო და საერთოდ ძირითადში დააყენა ამ მუსიე სირმა ….კობიიი შენს გინებაზე გადმოვიდეთ თუ გაუშვებთ მაგ ….ს ?!

• Lasha

იყოს სანიოლი, მთავარია ნაკრებს ომი არ აქვს არავისთან და სტადიონზე ბომბები არ ცვივავა !

• გაიოზი

მოედანზე მოსეირნე ასეთი უგულო კაპიტანი არასდროს მახსოვს 60 წლის გან.ავლობაში. შორს ნაკრებიდან სანიოლი.

• გიო

პენალი მიქაუტაძეს რატომ არ დაარტყმევინა კვარამ, როლს როისი რომ იყიდა იმიტომ ???????????????????????

• gio

ჩაკვეტაძე ძირითადში როგორ არ დააყენა ამ ვითომ მწვრთნელმა და ის ასისტენტები თუ მრჩეველები რისთვის ყავს საერთოდ. უკრაინასთან ბევრად რთული თამაში იქნება. თან მიყოლებით არის თამაშები. ახალ მწვრთნელთან ერთად უნდა დაგვეწყო ეს ერთა ლიგა.

• Berze

Kvara.okros burts daemhvidobe.saertot.meti mondomeba.daseriozuloba.es kvexnis nakrebia ara tkveni gundebi.ik rasizamd meorexarisxovania.nakrebhi rahobit?

• zura222

აი რა მოსდევს როცა ძმაკაცობა-ახლობლობით წყდება ყველაფერი @ სანიოლი კობიაშვილი-იაშვილის ძმაკაცია და იმიტომაც არ უშვებენ @ ვიღაცა იტყვის"ევროპაზე ხომ გაგვიყვანაო" ! ევროპაზე მაგან კი არა უეფას საჩუქარმა ერთა ლიგამ გაგვიყვანა ! რა თამაშიც ათამაშა დღეს ვნახეთ და მე ვითომ მეორეხარისხოვან სისულელეზე მინდა ვთქვა --85-ე წუთზე მაგის ცვლილიბებითაც ჩანს მაგის "მწვრთნელობა" რა იყო და რისი მომტანი იყო მცველების მცველებით თანაც უარესებით შეცვლა ? რისი შეცვლა უნდოდა ამით ? და ვნახეთ რაც მოგვიტანა--გოლი საკუთარ კარში @მოსაგებ თამაშში იმის მაგივრად მცველის მაგივრად შემტევი შემოიყვანო ისევ მცველები შემოგყაავს ?@

• უკრაინული დრონი

ფედერაცია უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად. სანიოლის ტაქტიკა? საერთოდ ააქვს კი ტაქტიკური მონახაზები? კვარაცხელიაზე ყოველთვის ვიძახდი რომ გაუვარდა ყარაულის თოფივით პსჟ-ში.😡

• გიორგი

არ მინდა ცხელ გულზე დავწერო რამე და მაქსიმალურად ვიქნები კორექტული. 1) სრულიად გაუმართლებელი შემადგენლობა სად იდგა მიქაუტაძე სად დარბოდა კვერნაძე ან კვარაცხელია ვერ გავიგე, ხარაბაშვილი სრული ფიასკო როცა წიტაიშვილი გყავს გუნდში და არ ათამაშებ არ ვიცი რა ქვია ამას. 2) გამოუყენებელი მომენტები ეს სამარცხვინოა კვარაცხელიას პენალტი და მიქაუტაძეს ორი რეალური მომენტი 3) მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა რომ არა მამარდაშვილი ტაბლოზე უფრო მეტი ანგარიში იქნებოდა. 4) ამ შეკრების დროს რასაც ვუყურე ვიდეოებს ნაკრების მონაწილეობით უბრალოდ შთაბეჭდილება დამჩა რომ არა სერიოზულად უდგებიან საქმეს სიცილი კისკისი და ღადაობა კარგია როცა წახვალთ გასართობად, ეს ნაკრებია ეს ქვეყანაა რომლის მაისურის ტარების დროს სრული სერიოზულობით უნდა მოემზადოთ და იყოთ ყურადღებით. 5) მგონი დროა დაგვემშვიდობოს სანიოლი თავის კარიერული წინსვლის გულისთვის ჩვენ ნაკრებში ნუ ჩავატარებინებთ ექსპერიმენტებს, შემადგენლობა და ფეხბურთელების განლაგება იყო საშინელება.

• მერაბი 61

არასწორი ბრძანებით მეგობრებო პენალტი უნდა დაერტყა პენალტისტს, ამის შესახებ ვარჯიშის დროს კეთდება ეს ყველაფერი, არიან ბევრი ვარსკვლავები რომლებიც არ ურტყამენ პენალტებს, კარში ვერ ურტყამენ ესაა პრობლემა,ეს არის რესურსი მეტი არაა, ხვალ მოიყვანეთ ფერგიუსონი რას გააკეთებს,

• იოჰან სებასტიან ბოსკამპი

ახლა მაინც თუ მიხვდით, რისი ეშინოდა სანიოლს პირველ ტაიმში?!...

• 100%

ბავშვებმა რა დაგიშავეს, სტადიონზე რომ აყურებინეთ ახლოდან სვარკას.

• gzp

ვიდრე ვინმეს გააკრიტიკებთ დასვით კითხვა თუ რატომ იყო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით? დაანებეთ თავი ამ უაზრო ბრექიაობას. არცერთ ჯგუფში მყოფ ნაკრებზე ძლიერი ნაკრები საქართველოს ნაკრები არ არის. მე-3-ზე გასვლაც კი გაჭირდება.

• ბადრი

ფედერაცია! მოიყვანეთ სხვა მწურთნელი, არც ტაკტიკა, არც სტრატეგია, ეზოს ფეხბურთს თამაშობს ნაკრები, უკვე დაგვცინიან.

• ასეა ეს

დაზღნარდით…. ყველა თამაშს წავაგებთ, ღირსეულად:))) ასეა საჭირო:)))

• სტატისტიკის მოყვარულთათვის

საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია0 : 1 ბულგარეთი - საქართველო2 : 1 საქართველო - ესპანეთი0 : 4 თურქეთი - საქართველო4 : 1 ესპანეთი - საქართველო2 : 0 ეს ბოლო 5 ოფიციალური თამაშის შედეგია ჩვენი ნაკრების შესრულებით.5დან 5ვე წაგება.ბურთების შეფარდება 2:13. გიბრალტარის სტატისტიკას უფრო ჰგავს,ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენდენტისას სამწუხაროდ

• გია

ჩრდ.ირლანდიას არ ყავს ჩვენი დონის ფეხბურთელები მაგრამ ყავს გუნდი. ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩვენზე უკეთესი მწვრთნელი ყავს.

• კიეზა

ძალიან უსახურ ფეხბურთს აჩვენებს ასეთი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა..რაც პირველ რიგში მწვრთნელის და არჩეული ტაქტიკის ბრალია....ასეთი თამაშით ჯგუფში ბოლო ადგილი გველის..იქნება ეხლა ვერსიები აი კვარას რომ გაეტანა სხვა სცენარი იქნებოდაო..რომც გაეტანა და მოგევგო 1:0..ვინმეს მოგეწონათ ნაკრების თამაში?.ვისაც სანიოლის გჯერათ აგერ ბურთი და აგერ მოედანი..გაუვარდა ყარაულის თოფივით წინა ევრო და მორჩა..სამუდამოტ ტოვებენ ასე მგონია..ასეთი თამაშით საშუალო ევროპული ნაკრები რასაც ქვია ბურთს თავზე დაგავხევს..

• ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს

ამ შემადგენლობის დაყენებას გამოძიება სჭირდება, მაგრამ მაგას ვინ იზავს ამ უპატრონო ქვეყანაში

• ზაკო

სასწრაფოდ კვარტალში ოქროს ბურთი!!! უპირობო ფავორიტია, გაინაღდა პირველობა, მსოფლიოზე არ ყოფნა არც დატყობია

• Ardiles78

ამ თამაშის მოგება როგორ შეიძლებოდა??მადლობა ჩვენს მეკარეს და ვილი სანიოლს!!!-ალბათ,წერს ვიღაც ბელფასტელი

სად შეგროვდით სად მოიყარეთ ყველამ ერთად თავი ვინც ნაკრებს აკრიტიკებთ უაზროდ.შენდწგ თამაშებში მოგებაც იქნება.წარმატებები ნაკრებს

• ამბაკო

ეს ციკლიც დავამთავრეთ.წავაგეთ ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდთან, შინ, დანარჩენებთან რა იქნება ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.კვარაცხელია სტანდარტულებში უვარგისია.მამაცხონებულო ,რას ფოკუზნიკობ,აირჩიე კუთხე და დაარტყი ძლიერად. ისე ხალხო გულს ნუ გავიტეხთ, ყველაფერში არ წაგვიგია,____უკან პასებში ჩვენ ვაჯობეთ.

• მირო-ს

ამ ნიჭიერ თაობას თამაში აუკრძალეს ?

• მწვრთნელი არის შესაცვლელი!

თხოვნა იქნება ფეხბურთელების მიმართ არავინ ცუდი არ დაწეროს. დღეს რაც ამ სანიოლმა იკადრა საფრანგეთს II, III ლიგის მწვრთნელი არ იკადრებდა ( საფრანგეთი იმიტომ ავარჩიე რადგან ფრანგია :) ) პირველი ტაიმი დაკარგა მთლიანად, სამ შემტევს შეუცვალა ერთდროულად ამპლუა, ანუ სამივეს დაუკარგა თავისვე ძლიერი მხარები და პლიუს ვინც ფეხბურთში ჩახედული არაა ისევ ფეხბურთელებს გალანძღავს ვერ ითამაშა როგორც საჭიროაო, ტიპმა შეტევითი ფეხბურთი დასაწყისშივე მოკლა არავინ არ იყო ბურთის ამომტანი, დანარჩენი ვისაც რამე გაეგება ფეხბურთში მარტო პირველი ტაიმის ყურება საკმარისი იქნება რომ მიხვდეს რაც მოხდა, ხო კიდე უაზროდ ქანცი გაძრო რამოდენიმე ფეხბურთელს არასწორი ამპლუის გამო

• ჟორა

პენალტის ამ წესით დარტყმა ძალიან საშიშია, რადგან ეს გათვლილია დარტყმის წინ მეკარის რომელიმე მხარისკენ მოძრაობაზე, თუ მეკარე არ გაინძრა, მერე დამრტყმელი ვარდება კატის დღეში და ეს დაემართა კიდეც კვარა. ადრე ერთმა ქალმა დაწერა კვარას ტატუზე, რომ ეს სატანის ტატუა და კვარას კარგს არაფერს მოუტანსო და როგორც ხედავთ, ხდება კიდეც. კვარა, რომელიც ყველაზე ძლიერ ფორმაში უდა იყოს გუნდში, ძველი კვარას აჩრდილს წარმოადგენს. საერთოდაც კაცი რომ პირჯვრის წერით მოედანზე გადიხარ და ხელზე სატანას ტატუს იხატავ, რა დავარქვათ ამას? დღეს ერთად-ერთი ქოჩორაშვილი თამაშობდა თავგანწირვით და ბევრიც მოხვდა, კვარა კი ბოლო დროს საერთოდ აღარ შედის ორთაბრძოლაში. ამ თამაშით დაიწყო და დამთავრდა ჩვენი ევროპული ოცნება და როდემდე?

• David

მექვაბიშვილი არსად დაკარგოთ. კაკაბაძეც. და კვარაცხელიას ეგოიზმზე უმკურნალეთ დაეთმო პენალტი მიქაუტაძისთვის და მოგებული იქნებოდა ეგ თამაში

• დავითი

სანიოლი საშინელი ტაკტიკოსია.საშინელ ფეხბურთს ვთამაშობდ.ვდეგრადირებთ100 %

• რიგითი

ვილი გასაშვებია ამაზე არ ვდაობ , მაგრამ ჩვენი მცველები რო ფეხზე ვეღარ დგებოდნენ ფიზ მომზადების პრობლემაც ვილის ბრალია? ჩვენი ნაკრების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაპროფესიონალზმია..

• კარგით რაა?

ყველაფერს სანიოლს ნუ აბრალებთ! ფეხბურთელებს არ დავაბრალოთ არაფერიი?

• გიზოგ

მწვრთნელი სასწრაფოდ საფრანგეთში და ეს მოსეირნე ე. წ. მოთამაშეები, თავის ე. წ. კაპიტანთან ერთად უნდა ჩაკეტო დინამოზე და სანამ არ იტყვიან სიმართლეს, რატომ არ ითამაშეს უნდა იყვნენ გამოკეტილები, მაინც რატომ მოგვაფურთხეს ქართველ გულშემატკივრებს

• gio

ქვეყანა ცალკე მოკლეს ამ ქვეყნის მტრებმა. ფეხბურთი ჩაასამარეს უვარგისმა, ფულისტმა ფედერაციამ. ეს სანიოლი რით ვერ გავაგდეთ, ამასაც გამოსვლები უნდა. ან რა სასტავი, ან რა მონახაზი ჰქონდათ. ამას მტერი არ გაგიკეთებს

• ედემი კორძაია

სანიოლი სასწრქფოდ უნდა გადადგეს. ფააფუჭებს თაობას. ხვიჩა რომ გტავს და ირლქნდიას ვერ მოუგებ სახლში უნდა დაბრუნდე.

• qedo

კვარას - ოქროს ბურთი კი არა- ტყლაპო კვახი.

• სიმართლე

ეს ფეხბურთი არაა ეს არის ხალხის დაცინვა..აი ამიტომ არ მოგცემენ კვარა ოქროს ბურთს ესეთი ბურთის გამაზვა რო იცი...

• ნელსონ მანდელა

მწვრთნელი კაი ხსნის წასული უნდა იყოს და ვიცით მაგის დონე. კვარა რატომ ურტყავს პენატლებს? ბოლოს როდის დაარტყა ნორმალურად მიხუდავად იმისა გაიტანა თუ არა, მემგონი ერთი პენალი მახსოვს ნაპოლში ცხრიანში რომ გაუშვა, კაპიტანია და წინ და უკან დარბუდა უაზროდ ქათამივით, მოკლედ აზრი არ აქვს სანამ სახელიანი და წონიანი მწვრთნელი არ მოვა რომელსაც პატვის სცემენ ეგ ბარდაგი არ დამთავრდება.

• მამუკა

სანიოლი:საფეზბურთო აზრის გიგანტი. ფეოლას,ფერგიუსონის და დელ ბოსკეს ჯობს ერთად აღებულს.

• Juve

რამდენჯერაც დავწერე ყოველთვის უკმაყოფილებაა ხოლმე, საქართველოს ნაკრებს უბრალოდ არ შეუძლია მეტი, არც მწვრთნელის ბრალი არაა დიდად, ჩვენ მუდმივად "D" დივიზიონში უნდა ვიყოთ, რომ უსუსურებში ეგებ კიდევ მივაღწიოთ სამადლო საგზურს.

• Kipiani

არ უნდა ეხლა გული არ გაიტეხოთ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება გავიდა წლები-ს ა ნ ი ო ლ ი-და -კ ო ბ ი-უნდა წავიდნენ.კვარა პენალს ვერ ურტყამს მწვრთნელს არ უნდა მიეცა უფლება და საერთოდ მოგეწონათ.წ ა დ ი თ -სხვას დაუთმოს კ ო ბ ი მ -და-ს ა ნ ი ო ლ მ ა-ასპარეზი

• ვაააა

სანიოლი სანამ ნაკრებში იქნება სანამ ოცნების ჭკუით ივლის და პოლიტიკურად დააყენებს შემადგენლობას ამ დღეში ვიქნებით ეხლა ტვინი რომ არ გაბურღოთ ოცნება რა შუაშიაო მაგალითი ზივზივაძე და გველესიანი ზივზივაძემ რაც თავისი აზრი დააფიქსირა ძირითადიდან შეცვლაზეც არ შემოყავს ამიტომ ოცნება და სანიოლი მოსაშორებელია სანამ არ იქნება მწვრთნელი რომელიც არ მოუსმენს მთავრობას არ გამოვა არაფერი

• 100%

• Givi

რა შემადგენლობა დააყენა უეჭველი მოსაგები იყო და 5 მცველი 2 საყრდენი რა უბედურებაა, სანიოლს აქვს ერთადერთი ტაქტიკა დაცვაში უამრავი ადამიანი და წინ კვარა და ჟორჟი რამეს იზავენ... უეჭველი გასაშვებია ეს კაცი და დიდი ხანია ამას ვამბობ მაღალი დონის მწვრთნელი უნდა ნაკრებს, სანიოლი არ არის მაღალი დონის და საერთოს საშუალოც არ არის ჩემი აზრით!!!

• გია

სანიოლი გასაგებია უნდა წავიდეს მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ის არის რომ ქოჩორაშვილის და ლოჩოშვილის გარდა ყველას ტიპიური ქართული სენი აქვს აკიდებული,გუნდის ფეხბურთელები რომლებიც უფრო პოდიუმის მოდელებს გვანან იმას რა უნდა მოთხოვო და კიდევ ერთი ხვიჩას თუ აღარ უნდა თამაში თქვას და წავიდეს დროებით მაინც,კაცი რომელიც 140მილიონად არის შეფასებული მეექვსე თამაშია 14დოლარის საფასური არ გაუკეთებია დალოცვილო უკან პასს მეც გავაკეთებ და არ მინდა მილიონები ათასებზეც ყაბულს ვარ, სიმართლე ისაა რომ ამ გუნდის პიკმა გადაიარა და დაუბრუნდით იმ ძველ პერიოდს როცა ანდორასთან მოგება გვიხაროდა და კანკალით ველოდებოდით ბოლო წუთს რადგან ხუთიდან ოთხ შემთხვევაში გოლს ვუშვებდით

• lisandro

რავქნათ ახლა ავკიდოთ ყველა ცოდვა მექვაბიშვილს? აბა კვარავაჯიოს ხომარ დავადანაშაულებთ, თან აგერ წინა სტატიაში თქვა ყველაფერი ღვთის ნებააო, მან კუნტრუშით პენალტი ურტყას აცილოს და მერე ღმერთს აბრალებს ღვთის ნება იყოო, ჯერ ისედაც ხომ დამთავრდა მაგისთვის ოქროს ბურთით დაჯილდოებაზე საუბარი მაგრამ ცოტა ნამუსი რომ ქონოდა მისით იტყოდა უარს, მე ბრესტისთვის და ჩრ. ირლანდიისთვის ვერ გამიტანია ეგერ რაფინია რეებს სჩადის მე რა მინდა ნომინანტებშიო. აგერ პორტალს აქვს სტატია- დღეს ვიწყებთ! უკეთესი იქნებოდა რომ დაგეწერათ -დღეს ვიწყებთ დღესვე ვამთავრებთ!!!

• მირო

როგორც ველოდით,როგორც ყოველთვის აკეთებს, სანიოლმა პირველი ტაიმი საექსპერიმენტოდ გამოიყენა,მეორე ტაიმში კი შეეცადა შეცდომების გამოსწორებას,რაც არ გამოუვიდა.ასეთი ნიჭიერი თაობა უკეთესი მწვრთნელის ღირსია,მაგრამ ფედერაცია ჯიუტად არ იშორებს სანიოლს,რომელიც აქ სწავლობს,ჩვენზე სწავლობს მწვრთნელობას,მაგრამ ვერაფერი ისწავლა.სანიოლის ხელში ბოლო ადგილი ჩვენია.

• Lelo

საქართველოს ნაკრებს მწვრᲗნელი Ჭირდება Თანაც ქარᲗველი, ცხადაᲫე დანიᲨნონ, ან სვანიძე, სანიოლი კარგა ხანია ვერ ხემᲫᲦვანელობს გუნდს.

• ewd

ბერიშვილი ტაბიძე სად ეგდნენ გაშვებული გოლის დროოს?! რატო შემოვიდნენ? სანიოოლ წადიი წაეთრიეე და საერთოდ ვინააა ამ გუნდში ანალიტიკოსი სხვა ქართველებიც მოაცილეეთ შტაბიდაან

• gio-goli

სანიოლი კარგა ხნის გასაშვები იყო ეგ ყველამ იცის მაგრამ მარტო სანიოლი კი არა ვინც სანიოლი აქამდე არ გაუშვა ისინიც გასაყრელები არიან სანიოლი მწვრთნელობის აზრზე არარის. ხვიჩას მეტი თავშეკავება მართებს ჯორჯი და ხვიჩა აშკარარად არარიან ფორმაში

• მარტო

ხვიჩამ რა უნდა ქნას. იმედია გამოსწორდება მდგომარეობა. თუ არა, მაშვინ - ჩაო, კაკაო. პენალტი არ უნდა დაერტყაო, თუ ვიტყვით, მთავარმა ვარსკვლავმა თუ არ დაარტყა, მაშ ვინ-ო ხომ წამოიჭრება თემა? ჩანთებია მთავრეჟი, ჩანთები და მანქანები ტატუკებთან ერთად.

• დუსუ

2024-ში ეროვნული ნაკრები იყო.როგორც კი პარტიული ნაკრები გახდა, ეგრევე წავიდა წარუმატებლობა

• სტეფ ვიკოიძე

სანიოლის ხელში ნაკრებს სადმე გასვლა არ ეღირსება,დროა გადადგეს!

• გია

ჩათვალეთ რომ с ლიგაში ვართ უკვე ესენი ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებენ. ეს გამორიცხულია.

• ედო

სანიოლი აუცილებლად და სასწრაფოდ შესაცვლელია

• თავადი

აუჰ....)))))აუჰჰჰჰ....))))) სანიოლის ბრალი რომ იყოს, აქამდე საქართველო არც რეიტინგში არ იქნებოდა წარუმატებელი და საქართველო ეხლა სულ სხვანაირად იქნებოდა. თუ ჩემი ძმა ხარ რააა... რა სანიოლი, რის სანიოლი👎👎👎😡😡😡😡

• დააცადეთ სანიოლს და სფფ-ს

მოსპონ საქართველოს ნაკრები!

• ენძო

სანიოლს გაუფრთხილდეს ფედერაცია,არსად დაკარგოს.

• დინამოელი

ოქროს ბურთის კანდიდატი როგორც ყოველთვის ნაკრების უპირობო ლიდერი იყო.

• ბოკინიო

დიდი მადლობა. დიდი ბოდიში და ინდა წაბრძანდე ბატონო სანიოლ. ფაქტია არც ხასიათი, არც ჟინი, არც სიცოცხლე. ნახევრდაცვა საერთოდ გვყავდა? ეგოიანი გეჯდეს სკამზე და მექვაბიშვილს ათამაშებდე :(( ჩაკვე გეჯდეს და ხარაიშვილი გამოგყავდეს?:( ეგოიანი ერედივიზიონის საუკეთესო ასისტია!

• გეგი

რა შიდა ჩემპიონატიც გვაქვს ისაა ნაკრებიც წერტილი.

• და ვინმე გვძალებს ?

ვინმემ თავს მოგვახვია ? :(((((((((

• გიორგი

მთელი ერი მიხვდა გასაშვები როიყო წინა ერთა ლიგის გამო არ გაუშვეს რამდენი დრო შეჭამა ვიღაც უვიცმა..

• სანამ ეს უვარგისი ფედერაცია და უვარგისი მწვრთნელი იქნება, ესე ვიქნებით. ნერვები მეშლება რატომ ვუყურე ამ თამაშს

ფედერაცია ციხეში

• ლევანი

ყოჩაღ! ამასაც ხომ უნდა მოხერხება, წარმოდგენაც არ მინდა, უკრაინა და უნგრეთი რას დაგვმართებენ.

• გ

თავიდან ბოლომდე სირცხვილი !!!!!

• ქართველი

როგორც უფალს უნდოდა ისე იქნებაო ხო თქვა? ხოდა უფალს ეს უნდოდა,წაგება)))))

• გულისტკივილით.

როცა პირველ ტაიმს იწყებთ, კარგა დასვენებული, არ დახარჯული ენერგიით შეუტიეთ რაა? არა აგორავებენ ბურთს წინდა და უკან, მერე უკვე მეორე ტაიმში აფაფხურდებიან და რა მაგიით? არც არაფერი! იგივე სცენარი მეორდება: ჩვენი ნერვების დაწყვეტა.

• გაუშვით!!!

როდემდე უნდა იყოს ეს მწვრთნელი. ამოწურა თავი. უთხარით მადლობა და გაუშვით. უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და მაინც ქაოტური ფეხბურთი ითამაშა. ან პირველ ტაიმში რა შემასგენლობა იყო ნახევარდაცვის გარეშე, ან იეგოიანს რას ერჩის რომ არ ათამაშა. გაუშვით ეგ კაცი, თვითონ არ წავა. მშვენიერ ქვეყანაშია, კარგი ამინდი, კარგი საჭმელი. სამსახურშიც შედეგებს არ სთხოვენ… გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემ სახლს აქა სჯობიაო. სად წავა

• რეზო

თავმოყვარე ფედერაციის პრეზიდენტი პირველი ტაიმის მერე, ეგერევ მოაწერდა ხელს სანიოლის გაშცებას და ვინმე გამვლელს სთხოვდა ეს თამაში შენ ჩაატარეო. საქართველოს ნაკრები 90 პროცენტი ყოველთვის სვარკა იყო, განსაკუთრებით ქეცბაიას ხელსი, მაგრამ ასეთი ტაიმი არ მინახავს.

• მწვრთნელის და მეხინკლეების დუელი?

იმათ მწვრთნელი ყავდათ ეგ მოგება არ უნდა ჩაუთვალონ, მასე როგორ შეიძლება? 😁

• Niko

საოცრად ადვილად გამოსაცნობი გუნდია საქართველოს ნაკრები, რაც არ უნდა შემადგენლობა ყავდეთ ჯერ თამაშის ნახევარს ისეირნებენ, მერე მომენტებს ვერ გამოიყენებენ მერე გაუშვებენ, ზუსტად ვიცოდი რომ ხვიჩა პენალტს ვერ გაიტანდა და ბოლოს აუტიდან რომ ჩააწოდეს ჩემთვის ვიფიქრე რომ აუცილებლად გაუშვებდნენ, ხომ ხედავთ შვილო რომ არ არის ეს კოშკი მიშკი თქვენი თამაში, რამდენი ასე ელოდებით და მეორე გუნდიც ელოდება 90 პროცენტ შემთხვევაში თქვენ გამოდიხართ წაგებული, არ გყოფნით მოთმინება და ნერვები ამიტომ ითმამაშეთ თავიდანვე ისეთ გუნდთან რომელსაც აშკარად ჯობნით.

• ვილიიიიი...

და ერთი თქვენი ... !!! ასე არ შეიძლება ! ასე ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ! ცოდო-ა/ვართ ...

• ბაგრატიონი

ვაი....... "მართლა ჩვენს პატრონს" რა გვეშველება? იცით რაშია საქმე? წინასწარ რომ დაიწყებთ ხოლმე, ტრაბახს, დაიკვეხნით და წინასწარ აკეთებთ პროგნოზებს. ვისაც საქართველოს მოგება არ უხარია, მე იმათ გამზრდელს ჩავეხუტე, მაგრამ, აქ არის ერთი რამ. ნუ იწინასწარმეტყველებთ, იმას, რაც და რაშიც არ ხართ დარწმუნებული და რაც არ იცით. ეგ ყველაფერი, ყოველთვის დაგღუპავთ და გაგანადგურებთ. "დაიმახსოვრეთ" ეხლა გინდა დაბლოკეთ ჩემი კომენტარი და გინდა გააშუქეთ. (სანიოლი რა შუაშია)კაცი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ყველას გეკითხებით, ნეიტრალური თვალთახედვით. ტყუილს ვწერ ეხლა?

• დაბოლოს...... ნ

რა ტაკიტიკით ათამაშა ვიცოდი თავიდანვე რო წაგებდნენ კიტეშვილი შემყავს 71 წუთზე მექაბიშვილს ათამაშებს წადი სანოლი წადი

• ცოტნე

გააგდეთ სანიოლი!

• R

რა ვალი გვაქვს სანიოლის ასეთი

• ვახო

სანიოლს უნდა გადავაყოლოთ ეს ოქროს თაობა??? ამოწურა რესურსი!!!

• დენის როდმანი

როცა პრიორიტეტი ტატუები ხდება

• კოტე

ბიჭებო გული არ გაიტეხოთ ყველაფერი უფლის ნებაა და ერთად დგომით ყველაფერი გამოვა.სანამ დროა ვაი მწვრთნელი სანიოლი მოაშორეთ ნაკრებს

• გიორგი

რანაირ ტემპშიც თამაშობდნენ ისეთი ტემპით იყო პენალიც დარტყმული

• იასონა

სადამდე უნდა იყოს ფიზკულტურის მასწავლებელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი!!!

• Sanol

წადი საქართველოს ნაკრებიდან უკვე ამოწურე ახალი მწვთნელია მოსაყვანი სასტრაფოთ

• ეეჰ

დაგვღუპა ამ სანიოლმა თაობა ჩაკლა

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით

U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი

"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ

ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია

"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა

"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს

"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა

"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს

"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ

"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან

დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს

"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე

ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს

ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი

საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ