ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის (0:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გეგმა სწორი გვქონდა. პირველ ტაიმში ისეთი ინტენსივობა არ ყოფილა, რომ გეგმას ხელი შეშლოდა. მნიშვნელოვან ფეხბურთელები ახლა ისეთ კონდიციებში არიან, ცოტას თამაში შეუძლიათ. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს. საგოლე შანსები გვქონდა და უკეთესი შედეგის დაფიქსირება ნამდვილად შეგვეძლო.

ფეხბურთელთა ფორმიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი არ გვაქვს. პირველ ტაიმში კვარაცხელიაც საკმაოდ უკნიდან თამაშობდა, შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ. იმედია, უკრაინის ნაკრებთან უფრო ორგანიზებულები ვიქნებით.და საგოლე შანსებს გამოვიყენებთ.

ცხადია, უკეთესი ყოველთვის შეიძლება. გვქონდა პრობლემები, სამ ცენტრალურ მცველს კუნთი გაეჭიმა, ეს იშვიათი შემთხვევაა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ეს ფიზიკური მდგომარეობა კლუბებიდან მოჰყვებათ.

პენალტის დარტყმის საკითხი ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადაწყდა, თავს ვინც უკეთ გრძნობს, ის ასრულებს. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს", - განაცხადა სანიოლმა.

მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.

სხვა
ბოდიში ძმაო აბა ჩემი ბრალი ყოფილა,აბა მწვრთნელისნრა ბრალია
რეზო
ჩაკვეტაზე არ ვიცი, მაგრამ სანამ ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ შეუცვლელია და ამის საფუძველი აქვს, პროგრესი არ ხდება. ასეა ყველა სფეტოსი. ასეა აქაც. ეს ამაზრზენი ქცევა-არასდტოს აღიარო რომ რამე გეშლება ყველაზე მეტად მარიზიანებს. კარგი ტაქტიკა გვქონდაო, ტიპი ამბობს!ეგეთი ანტიფეხბურთი არასდტოს არსად არ მინახავს
უსაშველოები !!!!
მსაჯს უფრო უნდოდა ჩვენი მოგება ვიდრე ამათ !
goga_g
გეგმა სწორი იყოო. თავხედობა უნდა ამის თქმას. ნაკრებს მწვრთნელად ჰყავს აბსოლუტურად უტიფარი, არადიპლომატიური, უპასუხისმგებლო არსება, რომელიც არაფერში საკუთარ შეცდომას არ ხედავს
დემბელეს დედა თამთა
მერამდენედ გვიყვება ერთი და იგივე ზღაპარს? ტიპი სულ მართალია და თუ გინდათ ...ით! ეგოიანზე დამწყდა გული. ძალიან მაგარ ფორმაშია ბიჭი, სულ მოძრაობს და უტევს. ეჰ, ეს კიდევ მექვაბიშვილიო... ბიჯო, ბიჯო, სახლში რომ ფაქტიურად 7 მცველით ეთამაშები წყალწაღებულ გუნდს, ძლიერთან ალბათ მეკარეს და 10 მცველს დააყენებ. ვინც ამას მწვრთნელის ლიცენზია მისცა, უკეთი თამაშისთვის არ ეყურებიოს ცხოვრებაში.
უსაშველოები !!!!
რა ქნას და პირველივე რეისით უნდა დააა..იოს აქედან ! აი მერე კი ვინც მოვა იმან ეს 11 ,, რობოტი " ისე უნდა დაქოქოს რომ ასეთ ჭღრ-პღრ გუნდებს მოუგოს . ერთი კაცის სახელიც კი არ მსმენია რომელიმე გრანდებში და გვიგებს . შეხედეთ ჩვენს ნაკრებს , რომელი ერთი გინდა და როცა ოქროს ბურთზე გაქვს პრეტენზია ვიღაძ ხიხოს პენალტი უნდა გაარჭო ! დავიღალე და დაიღალა ეს ჩვენი კომენტატორებიც . 30 წელია მესმის ,, გადავრჩით " ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მსაჯს უფრო უნდოდა ჩვენი მოგება ვიდრე ჩვენს ბიჭებს .
Solo
ამდენი პასი უკან ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შიში ბურთის დაკარგვის, პენალტი კიდე რას ნიშნავს ვინც უკეთ გრძნობს თავს?) მოკლედ კატასტროფული თამაში იყო
გიორგი
რა ვქნაათ ახლა მაგიტო ვაგოოთ ყველა თამაში მაგიტომ ხარ დაქირავებული რო პრობლემები მოაგვარო
ლევანი
დაგვცინის ხალხო, აბა რას შვრება? გახსოვთ? ალბანეთთან სახლში, რეებიქნა? მერე, თამაშის მერე ხომ თქვა, სწორი სქემა იყო და მომავალშიც გამოვიყენებო, ხომ ასე იყო? ხოდა აჰა, ახლაც იგივეს არ ამბობს? ან ჩვენ დაგვცინის, ან თავის თავს
ამატაკი
მაგას როგორ ამბობ ძმაო!, ვის არ შუძლია? მსოფლიოში ფეხბურთელების საერთო ღირებულებით (ტრანსფერმაკეტის მონაცემებით) მე 17 ადგილზეა ნაკრები. ამ ჯგუფში კი ყველაზე ძვირადღირებულია, ეს კიდევ ყველაზე მოზომილი შეფასებით. ეხლა იმას ხომ არ ვიტყვით, დასავლეთში ფულს ქართველ ფეხბურთელებში ლამაზი თვალებისთვის იხდიანო?!
მირო
ხო ჩვენია ეს ნაკრები და ხო ვბუზღუნებთ უკვე იმ ევროპის მერე ორი წელია ხო ესეა??? არ შეიძლება რო შევცვალოთ და უკეთესი მოვიყვანოთ მანდამაინც უნდა ლანძღვით და უსიამოვნებით დავშორდეთ რა ისაა ამოჩემება ვერ ვხვდები რა?! გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ და თითქოს ფედერაციას მეტი ფული აქ ის ეს ცოტა გაქექილი კაცი მოხერხებული ტიპი მოვიყვანოთ რა გახდა ამ კაცზე გადაფარება გულით სულით და მაშინ პასუხი აგეთ ვინც ეფარებით კაცო!!!
რა გითხრათ-რით გაგა აროთ
სანამ ეს მწვრთნელის მაგვარი სა-ნიორ მძაღე არ გაეცლება ნაკრებს,ეს ბიჭები დაბერდებიან და უბრალოდ ისევ იმას ვილაპარაკებთ 20 წლის შემდეგ, უფ უფ უფ რა მოთამაშეები გვყავდა რა მოთამაშეებიო. დაბერდნენ ეს საწყალი ბიჭები. ტაქტიკა 0,0 მწვრთნელი 0,0 ფედერაცია 0,0 ამას სა-ნიორას ნამუსი რო ჰქონდეს პრესკონფერენციაზე თავს კი არ გაიმართლებდა, იტყოდა ჩემი რესურსი ამოვწურე საქართველოს ნაკრებში დაიფარებდა ქუდს და გვეტყოდა:,, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა... მე წავედი და სულ კარგად მეყოლეთო'' მაგრამ არც ნამუსი არც სირცხვილი არც სუბლის ძარღვი... შეშა არ არის კაცო შეშა!
პატრიოტი1994
ამ 4 თამაშის შემდეგ თუ შანსი აღარ დაგვრჩება ამ ჯგუფში გამარჯვების ულაპარაკოდ ნოემბრიდან ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს , რას ქვია მაინც არ აქვს ახალ მწვრთნელს აზრი , ან რას ქვია არ ყავს ფეხბურთელები გადახედეთ ჩვენი დონის ქვეყნებს ამდენი ფეხბურთელი ყავს ვინმეს ტოპ ჩემპში ? ფედერაციას ცალი თვალი უნდა ეჭიროს ახალ მწვრთნელზე. სვანაძეს 21წლამდელებიდან ყავს ბირთვი იცნობს ძველებსაც და რატომაც არა ? არვიცი ეგ ჩემი ვერსიაა მაგრამ ახალი სისხლი თითქოს აუცილებელია .
არა შეჯდა მწყერი ხესა
ხალხო, ეს რა იყოო?!… ბურთი ვერ გააგორეს.. რისი იმედი გვაქვს?! თიმეიჯერ სამოყვარულო გუნდთან დავმარცხდით..
100%
შუბლის ძარღვი, ჩკა ელი )))))

კვარაცხელია არ გააკრიტიკოთ არა. ოქროს ბურთი მოინდომეს აქ ;დ
მირო
ხო ვთქვი ვინც რესურს ვერ იყენებს ის არის ხელის შემშლელი,ეგოიანი! უნდა ეღამაშა! თუ ბურთი გვინდოდა ჩაკვე და წინ გაგუა ნახევარი სთ მაინც თუ ტაიმი არა! პებალტი არა კვარას ვინც გინდა იმას ჟორჟს მაგალითად!!!! და საერთოდ პირველ ტაიმში რა ეს ვინმეს რამეში ჭირდებოდა? ეს გეგმა იყო? გული რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ გვტკენია მაგრამ,ზოგჯერ და დღეს ის ზოგჯერ იყო ისე იცით ტკენა იმის მაგივრად ის დანაკლისი რაც გვქონდა აღმოგეფხვრათ ესე უჯიგრობაში უემოციო თამაში გვანახეთ!!! იმედია დაფიქრდებით წელიწადში სამჯერ ვართ ეს ხალხი ესე ერთსულოვანი და ბედნიერები თქვენი ნახვით დამშეულები რაღაც ლამაზის ნაკრების მოგების წყურვილით და ეს მკვდარი 90 წუთი პირველივე თამაშსი ყველაზე სუსტ გუნდთან კარგით რა((((
საქართველო
ეხლა ნახეთ დამთავრდება სანაკრებო შეკრება და თავებს გაიგიჟებენ კლუბებში.თურქებს მაინც მიბაძენ და ბოდიშები უხადეთ მთელ ერს!მაგრამ მაგის ერთი ადგილიც არ გაქვთ
მაია
იყო და არა იყო რა.
gzp
რა ქნას ამ კაცმა, თვითონ ხომ არ შევა მინდორძე. რაც ყავს იმათ მეტი არ შეუძლიათ. ყალბ გაბრიქვებს უნდა მოეშვათ და ვაღიაროთ რომ აუტსაიდერები ვართ ამ ჯგუფში. ამის შემდეგ შეიძლება სხვანაერად აეჭყოს ყველაფერი. იმათი სახეები მაინტერესებს რაღაც მსვლელობა რომ მოაწყვეს :))
სამაჩაბლო
რაც ქვეყანას სჭირს ის სჭირს ნაკრებსაც!არ ვიცი რა გვეშველება,მაჩანჩალა,დაგოიმებული,ადვილად დასაჩაგრი ქვეყანა,ქვეყანა სადაც ქართველების გარდა ყველა კარგად ცხოვრობს!!
ამატაკი
ეს თუ მწვრთნელია, ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ფერგიუსონი ყოფილა, ღმერთმა აცხონოს! ნამუსიანი კაცი იყო, ფეხბურთსაც ასწავლიდა და სკოლის გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებდა. საქმეში იყო ჩართული მთელი სულითა და შემართებით, ლამისაა ჯანმრთელობა შესწირა.ტიპს წარბიც კი არ აუტოკდა, შემადგენლობასა და ტაქტიკაზე ისე ილაპარაკა! ამ ფრანგებს რა მაგარი მწვრთნელები ჰყავდათ და ეხლაც ბლომად მოეძებნებათ, რავა ჩვენ მოგვიყვანეს არ ვიცი ამას ვინ ვუწოდო..! დიდება შენდა უფალო, მოგვეცი ძალა ...!
კონტეს მამა
და რა ეტყობოდა ხვიჩას რომ ჟორჟზე უკეთესად გრძნობდა თავს?))) ე.ი. შტატიანი დამრტყმელი გუნდს არ ჰყავს? უნდა გაუშვას ბიძინამ ლევანა თავისი საძმაკაცოთი და სანიოლიც უკან მიაყოლოს, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ყველგან ხვიჩა ვერ უშველის საქმეს.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
კვარაცხელია გინდ ყოფილა ნაკრებში და გინდ არა,როცა გვჭირდება მისი გადამწყვეტი თამაში საერთოდ ვერაფერს აკეთებს,მე ნაკრების ფეხბურთელებს აღარ მივცემ ხმას გამოკითხვებში, კლუბების გულშემატკივრებმა მისცენ,რაში მჭირდებიან თუ ნაკრებს,ქვეყანას არ გამოადგებიან?!
ზაზა
რა იყო ახლა ეს? ეს რა უნამუსო კაცია ბიჭო, ვითომ არაფერი მომხდარა, გეგმა სწორი გვქონდაო და ისეთი ინტენსივობა არ იყო რომ გეგმა შეგვეცვალაო. ამას ჩვენ სულელები ვგონივართ ან ძალიან საშინლად უტიფარი ადამიანია ან კიდევ მაგარი იდიოტია და აზრზე არაა მწვრთნელობის.
Lasha
კვარას რომ პენალტი არ გაეფუჭებინა და ჟორჟს ორი ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, ვიტყოდით, მწვრთნელმა მეორე ტაიმში თამაში შემოაბრუნაო. მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. დაცვაში მძინარე კაცი შემოიყვანა, პირველი ტაიმი კი სულელური ექსპერიმენტების გამო წავაგეთ. ამიტომ მწვრთნელის ბრალი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. თუ რამის ამბიცია გვაქვს, ლიდერებმა უკეთ უნდა გაართვან თავი თავიანთ საქმეს. ასევე კაკაბაძე დიდი ხნის მოსაცილებელია ნაკრებიდან. ახალ-ახალმა ბავშვებმა კიდევ კლუბებში დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები ჯერ. ნახევარდაცვაში ჩაკვე-კიტე-ქოჩორა ამ ეტაპზე უალტერნატივოა და ამ 2 კაცის შემოყვანაც დააგვიანა. ჩემი აზრით, აჯობებს, ამბიციები მოვთოკოთ. არ ვართ ის დონე, ბ დივიზიონში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, მინიმუმ მანან, სანამ დაცვის ფლანგებზე ნორმალური ბიჭები არ მოიძებნება, ასევე სანამ დაცვის და ნახევარსაცვის ცენტრში "პერსპექტიული" ბიჭები არ მომწოფდებიან.
კოტე
შამილი მართლა გასაშვებია, არაა რა ეგ მწვრთნელათ დაბადებული.
კახა
გეგმა სწორი იყოო ამბობს, მაგ სიმართლით გაიხარე შენც და ფეხბურთის ფედერაციის უფროსებმა. დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, და კიტეიშვილით რო არ იწყებ თამაშს შენ გასაშვები ხარ რბილათ რომ ვთქვათ. იმიტომ გამოგაბუნძურეს ჯერ ბაიერნიდან და მერე ბორდოდან როგორც მწვრთნელის ასისტენტი და მერე როგორც მწვრთნელი.
lisandro
საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე უნამუსო ფრანგია!! რასაც ეს კადრულობს ფერმის საქონელი არ იკადრებს))) ამ სამარცხვინოდ წაგებას გამართლება რომ მოუძებნო ამასაც ნიჭი უნდა! ნიჭი ან სანიოლი!)))
gio-goli
არა ძმაო ეს უნამუსოა გადამდგომი არაა უარესი კი ისაა რო არც არავინ აპირებს ამის გაშვებას
Gio
ეს მე მგონი დაგვცინის ან საერთოდ ბერ აზროვნებს. ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია და სიმართლე რომ ვთქვათ არც ფეხბურთელები ბრწყინავენ
Star lord
ამან აზრის ჩამოყალიბებაც აღარ იცის ალბათ ხომ? ირლანდიელების მწვრთნელის კომენტარი უფრო მარტივად გავიგე…
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო
ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
რას ველით ვილისგან? ევსტრესი თუ მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...