ექიმი გიორგი ჭინჭარაული მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რეკორდსმენსა და 2 ოლიმპიური ოქროს მფლობელ ლაშა ტალახაძის შესახებ ხშირად საუბრობს. ამჯერად, მან ბიძგების შემდეგ დაწერა - "ლაშა! საიდან გადმოხტი?!"
პოსტს თავად ტალახაძე გამოეხმაურა:
"ცოტა მაკლდა და მაგას მართლა გავაკეთებდი. მეხუთედან პირველზე პირდაპირი რეისით."
ქართველი ძალოსანი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს.
ტალახაძე ევროპის ჩემპიონატისთვის 275 კგ-ით ვარჯიშობს [PHOTO]