"ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი... მიმნდობი ადამიანი ვარ, რაც მინანია ზოგჯერ" - ლაშა ტალახაძე

AutoSharing Option
წლის მი­წუ­რულს Ambebi.ge-მ მკი­თხველ­თან ერ­თად წლის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა. შეთა­ვა­ზე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ონ­მა და პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რეს­მა ადა­მი­ან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ მო­ი­პო­ვა.

როცა ლა­შას ეს ამ­ბა­ვი ვამ­ცნეთ, გა­ი­ხა­რა, გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და პი­რო­ბა დადო, რომ მათ­თვის მეტს გა­ა­კე­თებს და შე­უძ­ლე­ბელ­საც შეძ­ლებს.

"მინ­და, კი­დევ ბევ­რჯერ ვი­ას­პა­რე­ზო და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს ქვე­ყა­ნას, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­რო. წინ, აპ­რილ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია. ჯერ ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ და შემ­დეგ შე­ვუდ­გე­ბი ვარ­ჯიშს", - მე­უბ­ნე­ბა ლაშა და წი­ნას­წარ ვი­ცით, რომ იქაც უკონ­კუ­რენ­ტო და უძ­ლე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი ახალ-ახა­ლი რე­კორ­დე­ბით.

წელს
მრავალგ­ზის მსოფ­ლიო რე­კორდსმენ­მა ძა­ლოს­ნო­ბა­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა და ამით ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გის ავ­ტო­რი გახ­და. წლის მი­წუ­რულს კი, ლაშა მე­ხუ­თედ გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. მან, რო­გორც ატაც­ში, ისე აკ­ვრა­სა და ორ­ჭიდ­ში, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კორ­დი და­ამ­ხო.

28 წლის ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს +109 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, არის ორგზის ოლიმ­პი­უ­რი, ხუთგზის მსოფ­ლიო და ხუთგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. ფლობს მსოფ­ლიო რე­კორდს ატაც­ში (225 კგ), აკ­ვრა­სა (267 კგ) და ორ­ჭი­დის ჯამ­ში (492 კგ). აქე­დან ატა­ცის და ორ­ჭი­დის ჯა­მის რე­კორ­დე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დია ძა­ლოს­ნო­ბის­თვის.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის წლის ადა­მი­ა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • "მამა იყო ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი"
ყო­ველ ახალ წელს სა­ჩხე­რე­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვხვდე­ბი. ახ­ლაც ასე იყო.

სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე. 15 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. მერე თბი­ლის­ში მო­მი­წია ჩა­მოს­ვლა, ვვარ­ჯი­შობ­დი... სპორ­ტი მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ცელ­ქი ბავ­შვი არ ვი­ყა­ვი. მამა იყო ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი, მას­თან და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. ისიც ძა­ლო­სა­ნია და დღემ­დე ზრდის ბავ­შვებს. სკო­ლა­ში სწავ­ლით მთლად სა­უ­კე­თე­სო არ ვი­ყა­ვი, ვი­ნა­ი­დან შეკ­რე­ბა-შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­წევ­და ხში­რად ყოფ­ნა, სულ ვარ­ჯი­ში და ვარ­ჯი­ში...

Sportall.Ge

ბავ­შვო­ბი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, ამ სპორ­ტის­თვის მი­მე­ძღვნა ცხოვ­რე­ბა და ამა­ში მა­მის ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა. მან მთხო­ვა, და­მე­წყო ვარ­ჯი­ში. მისი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე მე ვი­ყა­ვი. 12 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე მას­თან ვარ­ჯი­ში. 3 წლის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და ავთო გა­ხო­კი­ძეს­თან გა­ვაგ­რძე­ლე. ვმად­ლობ უფალს, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი და გა­ვა­ხა­რო ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ვა­სა­ხე­ლო ოჯა­ხი და ჩემი ქვე­ყა­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ სპორ­ტს ყვე­ლაფ­რის­თვის.

დღეს­დღე­ო­ბით ვსწავ­ლობ ფი­ზკულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სა­ხელ­მწი­ფომ წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტსმე­ნებს ხელი შეგ­ვი­წყო, ვი­ყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც. დღეს­დღე­ო­ბით ვე­უფ­ლე­ბი მწვრთნე­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბას. ვეც­დე­ბი, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდის საქ­მე­ში ჩავ­დო. მინ­და, ბო­ლომ­დე სპორ­ტში დავ­რჩე, მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია.

  • "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ"
ჩემი მე­უღ­ლე - ანა დე­მუ­რია, 2016 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­თუმ­ში. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ორი მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს - მა­რი­ა­მი და ელე­ნე. ანა ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, მხარ­ში მიდ­გას და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვებს ზრდის. მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ...

რო­გო­რია ლაშა? - მოკ­ლედ ვი­ტყვი, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 2010 წელს მო­ვი­და - ახალ­გაზ­რდებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამი ოქ­როს მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე. მარ­ცხიც მქო­ნია, ისიც, ტრავ­მის გამო - 2012 წელს ის­რა­ელ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. მას მერე 5-ჯერ ვარ დი­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, 5-ჯერ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, 2-ჯერ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ახალ­გაზ­რდებ­ში 2-ჯერ მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ასე­ვე, ახალ­გაზ­რდებ­ში მო­ვი­პო­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბაც. ახლა ვის­ვე­ნებ... რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყებ ვარ­ჯიშს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბას, რო­მე­ლიც აპ­რი­ლის თვე­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ჯერ არ ვიცი, სად გა­ი­მარ­თე­ბა ჩემ­პი­ო­ნა­ტი. იმე­დი მაქვს, იქაც ვა­სა­ხე­ლებ ჩემს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაშა, დიდი მოვლენა ხარ არა მარტო სპორტში არამედ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მადლობთ!
გიორგი
18:33 06-01-2022
0
გაიხარე , იდღეგრძელე, და ერის გაახარე,სიამაყე ხარ -ერმა სიცოცხლეშივე ძეგლი უნდა დაგიდგას - შტანგით ხელში...
გლახუნა
01:08 06-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული