ტალახაძე რეკორდებს ახლიდან შეუტევს - წონები შეიცვალა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდება.

კერძოდ, პარიზულ ფიცარნაგზე ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება კაცთა ხუთ - 61, 73, 89, 102, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე ხუთ წონაში - 49, 59, 71, 81, +81 გამოვლენ ქალი ძალოსნებიც.

საგულისხმოა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა შეჯიბრებები 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, როგორც კაცებში, ისე ქალებში.
XXXIII ოლიმპიურ თამაშებს პარიზი 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური რეკორდების ახლიდან დამყარება
მოუწევს, რადგანაც ის შეცვლილ წონით კატეგორიაში გამოვა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altტალახაძეს მიწისძვრა "დააბრალეს" - სახალისო ამბავი

altტალახაძე ევროპის ჩემპიონატისთვის 275 კგ-ით ვარჯიშობს [PHOTO]

alt"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან


მკითხველის კომენტარები / 13 /
გააუქმეთ ბარემ ეგ სპორტი და ეგაა რატომ შეუკიიკინეს ასე ამ ძალოსნობას
goga
07 აპრილი 2022 16:12
0
მერამდენედ? უკვე ძაან არასერიოზული ეს ყველაფერი.. ვერაა ამ სახეობაში კარგად საქმე
papai
07 აპრილი 2022 15:24
0
საქმე რომ არ აქვთ და ვითომ რაღაც რომ უნდა შეცვალონ... რა სიფსიხეა..
ქუთაისელი
07 აპრილი 2022 15:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული