ქართველი ძალოსნები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფედერაციის წარმომადგენლებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს, დააჯილდოებენ. მას ევროპის საუკეთესო ძალოსნის პრიზი გადაეცემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გამოკითხვა ევროპაში პირველად ჩატარდა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ჯილდო ელოდება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესაც,
ნაკრების გამოსვლის განრიგი (თბილისის დროით):
29 მაისი, 16:00 სთ (55 კგ) - გოდერძი ბერდელიძე
29 მაისი, 22:00 სთ (61 კგ) - რამინ შამილიშვილი
30 მაისი, 22:00 სთ (67 კგ) - შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე
31 მაისი, 22:00 სთ (73 კგ) - კახი ასანიძე
2 ივნისი, 19:00 სთ (89 კგ) - რეზი დავითაძე
3 ივნისი, 22:00 სთ (96 კგ) - ირაკლი გობეჯიშვილი
4 ივნისი, 16:00 სთ (102 კგ) - ირაკლი ჩხეიძე
4 ივნისი, 19:00 სთ (109 კგ) - გიორგი ჩხეიძე
4 ივნისი, 22:00 სთ (87 კგ) - ანასტასია გოტფრიდი
5 ივნისი, 18:00 სთ (+109 კგ) - ლაშა ტალახაძე
ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
მწვრთნელები: ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე
ექიმი-რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული
ფიზიოთერაპევტი - რუსლან ღიბრაძე
საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
რაიმე ტრავმა- არ გვჭირდება, 4 ოლიმპიადა გვჭირდება!!!
რაიმე ტრავმა- არ გვჭირდება, 4 ოლიმპიადა გვჭირდება!!!