ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ) ატაცში შესანიშნავად იასპარეზა. საქართველოს ნაკრების წევრმა 144/150 კგ დასძლია და ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
კახიმ აკვრაში თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 326 კილოგრამითაც შეძლო.
მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.
კახი ასანიძემ თავის მედლებს უკვე დიდების
ევროპული მედლებიც შემატა!