ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა და მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, რომელმაც ტრავმირებულმა იასპარეზა, ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა: ატაცში 208/215 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც და ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ამას გარდა, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა. ის ევროპის ექვგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.

გუშინ 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი
გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
გაუმარჯოს ქართველი კაცის სიამაყეს, დიდი მადლობა საქართველოს გახარებისათვის. თანაც უძნელეს პირობებში,შეგახსენებთ ბოგოტა მდებარეობს ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე.
ზურაბ
17 დეკემბერი 2022 15:13
2
ასეთი სპორტები რატო აგვაღფრთოვანებს ? კაციშვილს არ აინტერესებს. სუმოსი არ იყოს. რა ამბავი იყო სუმოზე ატეხილი და ახლა არავინ უყურებს. ლიჟბი ქართველმა მოიგოს სპორტს ვერ დავუდე გული და რა ვქნა.
რეიკი
17 დეკემბერი 2022 11:39
53
ვინ გეხვეწებათ გული დაუდეთო ?
"ლიჟბი" რეიკას
17 დეკემბერი 2022 16:11
0
ლაშა რომ არ იყოს,ამის მყურებელი არა ვარ რა
კახა ქ.
17 დეკემბერი 2022 17:10
2
არაა სავალდებულო, ყველა ევროპაზე და თუნდაც მსოფლიოზე გამოვიდეს ლაშა, მთავარია 2024-ის ოლიმპადისთვის იყოს სრულ მზადყოფნაში.
ეეე
17 დეკემბერი 2022 15:23
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული