ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა და მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, რომელმაც ტრავმირებულმა იასპარეზა, ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა: ატაცში 208/215 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც და ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ამას გარდა, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა. ის ევროპის ექვგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.

გუშინ 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი
გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მივულოცოთ ამ ლეგენდა კაცს ღმერთმა გაგახაროს ჩვენი ერის გახარებისთვის
ალიბეგ
17 დეკემბერი 2022 10:11
1
ბრავო!!!..ბრავო!!!... ბრავო ლაშა!!!...სულ აღმავლობით გევლოს!!!...გაიხარე!!!....
კობა
17 დეკემბერი 2022 09:58
1
ფეოლას თქმის არიყოს, გაუჭირდებოდა. :) წარმატებები! ეს ერთი და სხვა მრავალი.
რატი
17 დეკემბერი 2022 09:44
2
მართლაც გაუჭირდა არ იყო სახუმარო, ატაცში თანაბარი ქონდა სომეხთან და იმით აჯობა, რომ უფრო ადრე დაძლია წონა, აკვრაში მხოლოდ 1 კგ მოიგო.
რრრ
17 დეკემბერი 2022 15:29
0
გილოცავთ ყველას!
მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი კვლავ ქართველია!
ILIA
17 დეკემბერი 2022 06:50
1
ძვლივს მოიგო და მაგრა გვანერვიულა მაგრამ გილოცავ და გისურვებ რაც შეიძლება მალე ჩადგე პიკ ფორმაში და მითიური 500კგ დაძლიო სანამ დაასრულებ კარიერას.
ლომი
17 დეკემბერი 2022 05:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული