საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამომწერებს მხიარული ვიდეოებით ანებივრებს.
მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძემ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მსოფლიოს ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმა. გიორგიმ კი ერთი პატარა ვიდეო გაავრცელა:
"დოპინგ კონტროლის შემდეგ, გადავწყვიტეთ სასტუმრომდე ტაქსით წამოვსულიყავით. ვიცოდი ამხელებს არავი ჩაგვსვავდა, ჯერ გავაჩერე მარტომ, შევუთანხმე მარშუტი და მერე ვუთხარი მელოდებიანთქო. რაღას იზამდა. დანარჩენს ხედავთ" - წერს ჭინჭარაული.