ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კირვალიძემ (109 კგ) 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კირვალიძემ ატაცში 157 / 161 / 165 კგ დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა! ძალოსანმა აკვრაში თავი 188 / 193 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.