საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლეველია!
ტალახაძემ ატაცში 208/2015/220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!
ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245/253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!
შედეგად ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!