IOC-ის აღმასრულებელი საბჭო 2028 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის წინადადებით გამოდის

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია IOC-ის განცხადებაში:

"IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის რეკომენდაციით გამოდის.

IOC ყურადღებით გააგრძელებს თვალყური ადევნოს პარიზი-2024-ის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციებისას ანტიდოპინგური პროგრამის ეფექტურობას, ასევე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მმართველობაში ცვლილების განხორციელებას."

2021 წელს IOC-მა ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში არ შეიტანა. ორგანიზაციის მაშინდელი განცხადებით, IWF-ში აუცილებელი იყო დოპინგთან ბრძოლაში რეკომენდაციების შესრულება და ანტიდოპინგური სისტემის დამოუკიდებლობის
წარმოჩენა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაშიც ქართველებს ღვთისგან მიმადლებული ნიჭი გვაქვს იმ სახეობების გაიქმებას ცდილობენ. ასე მაგალითად, მკლავჭიდი ვერადავერ გახდა ოლიმპიური სახეობა!
ლაშა
16:20 26-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული