საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები წინ მიიწევს - ირანიც დამარცხებულია!

AutoSharing Option
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები ოთხ საუკეთესო გუნდში შევიდა.

ქართველმა მოფარიკავეებმა მეოთხედფინალში ირანის გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ანგარიშით 45:37 დაამარცხეს.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აშშ-ის მოგებით ისტორიული შედეგი დააფიქსირა და საუკეთესო 8 გუნდში შევიდა, თუმცა ახლა უკვე ირანის ძლევით ჩვენი ნაკარები საუკეთესო ოთხეულშია, რაც უპირობოდ დიდი წარმატებაა.

altისტორიული შედეგი - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა აშშ დაამარცხა და საუკეთესო 8 გუნდში შევიდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაინც ყოჩაღ ბიჭები
კახა ქირია
14:03 25-07-2018
2
წუხელ გამოვგზავნე პოსტი,რომელიც სამწუხაროდ არ გამოქვეყნდა.არა და ვიცოდი,შინაგანი რწმენა მქონდა,რომ სპარსელები ხმალში ვერ გვაჯობებდნენ.ისე აგიხდეთ ყველა ოცნება,როგორც მე ამისრულდა.დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს გავალთ თუ არა ფინალში,აქ გულშემატკივარს დაუწერია,რომ სამწუხაროდ ნახევარფინალი წავაგეთ.მსოფლიოს ოთხეულში შესვლა ფარიკაობისა,რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ სულს ღაფავდა და ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა,ნიშნავს რომ ქართული საფარიკაო სკოლა გადარჩა და ნსოფლიოს დონეზეც გავიდა.ასე რომ ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს,იმედი მაქვს,რომ მედლებსაც შევწვდებით,თუ არადა ოთხეულიც დიდებული შედეგია ჩვენი ნაკრებისათვის.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
13:57 25-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული